შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არ ვიცოდი, დედა თუ მაღალჩინოსანი ჰყავდა, მისმა პოსტმა გამაღიზიანა, გოგომ აღიარა, რომ...

„არ ვიცოდი, დედა თუ მაღალჩინოსანი ჰყავდა, მისმა პოსტმა გამაღიზიანა, გოგომ აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის“ – რას ჰყვება სამტრედიაში ნარკოტიკით გარდაცვლილი ბიჭის და

1-ელ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 წლის ბიჭი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფს გოგონას კი ბრალი წარედგინა.

გამოძიების თანახმად ორმა პირმა, ქალმა და მამაკაცმა შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ლოკაციებზე განათავსეს, შემდეგ კი ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის არჩილ ბარდაველიძეა, მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა. როგორც გაირკვა, დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.

AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ბიჭის და მეგი ბარდაველიძე უყვება, რომ მათ სახლში პოლიციამ როდესაც ანა გუდავა დააკავა, მან მაშინვე აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა.

“ეს გოგონა ( ანა გუდავა) ჩვენთან სახლში სტუმრად წინა საღამოს მოვიდა, მეორე დღეს ჩემი ძმა გარდაცვლილი ვიპოვეთ, სავარაუდოდ, ზედოზირებით. ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა. ამ გოგონაზე ვიცოდი, რომ თბილისში მუშაობდა, თუმცა სად, არ ვიცი. ჩემთან რამდენჯერმე ახსენა აჩიმ ის. როცა პოლიციამ ჩვენი სახლიდან აიყვანა ანა, ყველაფერი ილაპარაკა, აღიარა, რომ ნარკოტიკი მისი იყო და არა – ჩემი ძმის. ამის შემდეგ რა მოხდა, რას საუბრობს, არ ვიცი, ჩვენ შეხება არ გვაქვს. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მას გამოუჩნდა დედა, რომელიც არის მაღალჩინოსანი. ესეც არ ვიცოდი, დედა თუ მაღალჩინოსანი ჰყავდა. დედას ეწერა პოსტში ასეთი რამ – “თუ დაუმტკიცდა ბრალეულობაო”. აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ შეიძლება გარდაცვლილ ადამიანს შეტენონ ყველაფერი. ის რაც სახლში იპოვეს ჩემთან, ის ჩემს ძმას არ ეკუთვნის. ამ ქალის პოსტმა გამაღიზიანა. რას ჰქვია, თუ დაუმტკიცდა ბრალეულობა. გოგომ აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის.

იმ დღეს, როცა აჩი დაიღუპა, როგორც ჩანს, ანამ სასწრაფო გვიან გამოიძახა. თავად ცდილობდა მდგომარეობიდან გამოეყვანა, დარეკა მეგობრებთან, ბიჭთან და ის ასწავლიდა, რა და როგორ გაეკეთებინა, მაგრამ ვერ უშველა. როცა გამოიძახა სასწრაფო, უკვე გვიანი იყო.

როცა პოლიციამ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ნარკოტიკები საწოლის ქვეშ იპოვეს. ეს იყო 70 გრამამდე ნარკოტიკი, თავისი ატრიბუტიკით. მეშინია, ვინაიდან პატრონი გამოუჩნდა, იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც კანონს შეეფერება და არ “დააძვრენენ”. ცუდ მდგომარეობაშია ქვეყანა, ეს ნარკოსქემა იმდენად მაღლა დგას, უნდათ ახალგაზრდებს ეს ცუდი ჩვევა მოიშორონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან ბევრ ადგილას იყიდება და ყველა ფეხის ნაბიჯზე შეუძლიათ ახალგაზრდებს ნარკოტიკის პოვნა. რაღაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ასე ყველა ნაბიჯზე არ იყოს ხელმისაწვდომი”, – ამბობს მეგი ბარდაველიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, ამოიღეს 70 გრამამდე ნარკოტიკი, რომელიც სულ ცოტა, 300 ადამიანზე მაინც იყო გათვლილი. როგორც ირკვევა, ქალი საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

“მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი