შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ასაკით პატარა ბიჭს გავყევი ცოლად და ეჭვიანობით თავი დავიავადე“ - რას წერს...

„ასაკით პატარა ბიჭს გავყევი ცოლად და ეჭვიანობით თავი დავიავადე“ – რას წერს 37 წლის ქალი პირად ცხოვრებაზე? 

ჟურნალი „თბილისელები“ აქვეყნებს 37 წლის თაკოს ანონიმურ წერილს, სადაც უმცროს მამაკაცზე დაქორწინებული ქალი ეჭვიანობაზე წერს.

„არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ჩემზე ასაკით პატარა ბიჭები. სკოლა დავამთავრე თუ არა, ჩემს კლასელ ბიჭს გავყევი ცოლად. არ დალაგდა ურთიერთობა. რაც წლები გვემატებოდა, მით მეტად იმატებდა გაუგებრობები, კამათი და ჩხუბი. ბავშვი ექვსი წლის იყო, როცა დავშორდით. მიუხედავად წარუმატებელი ქორწინებისა, სულ მინდოდა, ოჯახი მქონოდა, გვერდით ისეთი მამაკაცი მყოლოდა, რომელიც გამიგებდა, დამაიმედებდა, დამამშვიდებდა და მის გვერდით თავს დაცულად ვიგრძნობდი. ქმრის გაშორებიდან ხუთი წლის მერე შევხვდი მამაკაცს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, ინტიმური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, ერთად ცხოვრება ვერ გამოვიდა – მის მშობლებს განათხოვარი და ასაკით უფროსი რძალი არ უნდოდათ. მართალია, თავად დიდად იყო მონდომებული, მაგრამ ვერ გარისკა, მშობლებს ვერ გადაახტა და მთელი შვიდი წელი საყვარლებად დავრჩით.

შემდეგ, მის ცხოვრებაში პატარა გოგონა გამოჩნდა და ის მოიყვანა ცოლად. მშობლებმაც შეუწყვეს ხელი და სამეგობრომაც. ყველაფერი გააკეთეს, მე ჩამომშორებოდა და ცოლად ის გოგო მოეყვანა. ახლა, გადასარევი ოჯახი აქვს და შვილებიც ჰყავს. ბევრჯერ ვიფიქრე, შვილის გამო პირად ცხოვრებაზე უარს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ასეთი ფიქრებით საკუთარ თავს ვატყუებდი. ერთი სიტყვით, ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ასაკით პატარა ბიჭი. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე გრძნობაც გაჩნდა, ჩემმა შვილმაც კარგად მიიღო, გაუგეს ერთმანეთს და ბედნიერი ვიყავი. უკვე ორი წელი გავიდა, რაც ხელი მოვაწერეთ და ერთად ვცხოვრობთ. თუმცა, რაც დრო გადის, ბედნიერებამ სადღაც უკანა პლანზე გადაინაცვლა, ეჭვიანობა გამიმძაფრდა და ვიტანჯები. მინდა, ყოველი მისი ნაბიჯი ვაკონტროლო: სამსახურიდან სახლში მომავალს წუთებს და წამებს ვუთვლი. ვცდილობ, მისი ტელეფონი ჩავიგდო ხელში და სოციალური ქსელები და მიმოწერები ვუკონტროლო. როცა ხვდება ეჭვიანობის პიკზე ვარ, მეჩხუბება: საბაბს არ გაძლევ, მიყვარხარ და რატომ ცდილობ, გამაკონტროლო, იეჭვიანო, საკუთარი ნერვებიც ამოიჭამო და ჩემიცო. სხვათა შორის, მისი ოჯახიც წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობის და მით უმეტეს დაქორწინების, მაგრამ კაცურად დადგა და თავისი გაიტანა. მე კი არ ვიცი, რა მემართება. სულ მეშინია, სხვა ქალი არ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, არ წავიდეს და არ მიმატოვოს. არადა, მართლა ცდილობს, ბედნიერი ვიყო. მეგობარმა ფსიქოლოგთან სიარული მირჩია, მაგრამ არ წავედი. მინდა, თვითონ მოვერიო ეჭვებს. უბრალოდ, ძალიან მეგობრული ბიჭია, ხშირად იკრიბებიან მისი სამეგობრო და სადაქალო, ამასაც ეპატიჟებიან და მათთან დროის გასატარებლად რომ მიდის და მერე იქ გადაღებულ ფოტოებს დებს, ყველა მის დაქალზე მიჩნდება ეჭვი. სახლში მოსულს, ვთხოვ, ყველას ისტორია და ცხოვრება მომიყვეს – სად გაიცნო, როდის, რა ვითარებაში, გათხოვილია, როგორი ოჯახი აქვს… მოკლედ, მეც დავიტანჯე და ეს ბიჭიც დავტანჯე, მაგრამ რა ვქნა. ვიცი, ცუდად ვიქცევი, მასში რომ ეჭვი შემაქვს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ვხვდები, სერიოზულად დავიზიანე ჯანმრთელობა, საკუთარ თავს ფსიქოზი დავმართე. კი ამბობდნენ, ასაკით პატარა ბიჭზე გათხოვება ტანჯვააო, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე შევიცვლებოდი და მეც იგივე დამემართებოდა. ვცდილობ, ისე მაინც ვიეჭვიანო, რომ მან ვერ გაიგოს, თუმცა, ესეც არ გამომდის. არადა, მართლა ძალიან მიყვარს და მისგანაც სიყვარულს ვგრძნობ. ამ ჩემი შეცვლილი ხასიათის გამო კი შვილთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა. ამას წინათ მითხრა: დედა, ვერ მიგებ, ცოტა დაფიქრდი, იქნებ პრობლემა შენშიაო. ფაქტია, მეც ვხვდები, რომ პრობლემა ჩემშია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. არ ვნანობ, რომ ასაკით პატარაზე გავთხოვდი, მაგრამ ძალიან განვიცდი, რომ ნერვებს ვერაფერს ვშველი და ეჭვიანობა მღრღნის. ამით კი არა მარტო ქმარს, შვილსაც ვაზიანებ“, – ვკითხულობთ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი