შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ახლა ვიგრძენი, რა არის ნამდვილი ბედნიერება“ - ქართველი ქალის ამბავი, რომელიც მეორედ...

„ახლა ვიგრძენი, რა არის ნამდვილი ბედნიერება“ – ქართველი ქალის ამბავი, რომელიც მეორედ ბერძენ მამაკაცზე დაოჯახდა

როცა ოჯახში ბზარი ჩნდება და უსიამოვნებებს ბოლო არ უჩანს, ღირს კი მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა? – ოჯახის ფსიქოლოგებს ამაზე ერთნაირი პასუხი არა აქვთ, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგჯერ სრულიად უიმედო სიტუაციაც კი გამოსწორებულა და ოჯახში მეუღლეებს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგენილა. მთავარია, ამის სურვილი ორივეს ჰქონდეს და ორივემ ერთად ძალიან მოინდომოს.

ეკა (45 წლის): გათხოვება სტუდენტობის წლებში გადავწყვიტე. ჩემი არჩევანი ახლობლებს თავიდანვე არ მოეწონათ, მაგრამ რაღა ექნათ?

– კონკრეტულად რა არ მოსწონდათ მასში?

– მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ რაიონიდან იყო. მაგრამ თავი გავიგიჟე. მერე რა, რომ სოფლელია, ყველა თბილისელი ხომ არ იქნება. რაც მთავარია, არც ნარკომანია და არც უქნარა, პატიოსანი, გულწრფელი და ნიჭიერია-მეთქი. სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ კაცი, თურმე, მართლა ძნელი საცნობი ყოფილა. ნათქვამია, ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ ადამიანი გაიცნოო. ესეც არ ყოფილა საკმარისი. ჩემი სისულელეების შედეგმა ძალიან მალე იჩინა თავი. როგორც კი გავყევი და ოჯახში გაშინაურდა, გათამამდა და გადიდგულდა. დილიდან საღამომდე ტრაბახობდა: ეს რაიონიდან ჩამოსული კაცი აღარ ვჯობივარ ქალაქელებს, სულ წამლის შოვნაზე რომ უჭირავთ თვალი. არც კაცობა აქვთ და აღარც დალევა შეუძლიათო. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ცოტა მორიდებით იქცეოდა, მისი სიკვდილის მერე კი აიწყვიტა… ორი შვილი გავაჩინე – ქალ-ვაჟი. მერე უარესი ზნე დასჩემდა. რომ დათვრებოდა, უმიზეზოდ ჩხუბობდა, მაგინებდა და საცემრადაც იწევდა. ბიჭს განსაკუთრებით სასტიკად ექცეოდა, გოგონას მიმართ შედარებით ლმობიერი იყო. ერთ დღეს არ გამოჩნდა და ვიფიქრე, რომ სოფელში წავიდა. ბავშვებს და დედას ეძინათ. ტელევიზორს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა კარგია მის გარეშე ცხოვრება-მეთქი. უცებ ბრახუნი ატყდა, ისეთი ძალით ურტყამდა კარს, ლამის ჩამოიღო. შემოვიდა და ერთი ამბავი ატეხა: რას ჰქვია, არ მელოდით და გეძინათო. როცა დედა გამოვიდა და სთხოვა, დამშვიდდი, ნუ ყვირი და ილანძღები, სირცხვილიაო, ახლა იმას მისდგა გინებით. რომ გამოვესარჩლე, სილაც გამაწნა. ამას კი აღარ მოეველოდი. ხმაურზე ბავშვებს გაეღვიძათ და ახლა ამაზე აღრიალდა: ახლა მიყურე, რა ვუყო შენს შვილსო – თითქოს მისი შვილი არ ყოფილიყო. ჩემს კივილზე მეზობლები შემოცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს.

– ამდენს რატომ უთმენდით?

– ჩემი ჭკუით, კიდევ რაღაცის იმედი მქონდა, ოჯახს გადავარჩენ-მეთქი. სამი დღის მერე გაათავისუფლეს. ჯარიმა დააკისრეს და გააფრთხილეს, თუ კიდევ ატეხ დავიდარაბას, ციხეში გიკრავთ თავსო. ერთხანს მოკუნტული იყო, მერე ისევ აუშვა აფრები… მაშინ გადავწყვიტე, გავშორებოდი ქმარს, რომელიც ერთ დროს მართლა ძალიან მიყვარდა. არც განქორწინების პერიოდი იყო იოლი გადასატანი. ყოველ ღამე მოდიოდა სახლთან და ღრიალით იკლებდა იქაურობას. სასამართლოზე კი დაჟინებით მოითხოვდა ბინის წილს – მამაჩემის ბინაზეა საუბარი. ერთად ცხოვრებისას არაფერი შეგვიძენია და არც არაფერი ეკუთვნოდა. როცა სასამართლოზე ეს აუხსნეს, ისეთი რამ დაატრიალა, მცველებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. მოდიოდა სახლთან და სკანდალს ტეხდა. ბოლოს, ორი თვით დაიჭირეს კიდეც. მერე დაიღალა და იოლი გზა აირჩია – ერთ ქმარგაცილებულ ქალს გადაეკიდა და ჩაუსახლდა. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს, ქალსაც უყვარდა გადაკვრა და ყოველდღე სვამდნენ. ცოტა ამოვისუნთქე, მაგრამ მერე ოჯახის რჩენა გამიჭირდა. სამსახურში შემცირებაში მოვყევი და დედის პენსიით რას გავაკეთებდი? ვაჭრობა ვცადე და არ გამომივიდა. მერე ერთი ჩემი მეგობარი გაემგზავრა საბერძნეთში. სამი თვის შემდეგ დამირეკა, – ჩამოდი, აქ რამეს მოგიხერხებო. ვალით წასვლა ვერ გავბედე. სამოთახიანი ბინა გავყიდე, ცოტა გარეუბანში ოროთახიანი ვიყიდე და საბერძნეთის გზას დავადექი. გული გასკდომაზე მქონდა. დედა 65 წლის იყო, მაღალწნევიანი, შვილებსაც ახლა ვჭირდებოდი, მაგრამ რა მექნა?

– თქვენი ამბავი ძალიან ჰგავს სხვა ქალების ამბავს.

– ასეა, თუმცა მე გამიმართლა. მეგობარმა პირობა პირნათლად შეასრულა – სამუშაო დამახვედრა. ერთი წელი ერთ მოხუცებულს ვუვლიდი. მერე მოხუცებული გარდაიცვალა და მისმა შვილმა პრესტიჟულ რესტორანში მომაწყო მზარეულად. კარგი მუშაობისთვის მალე დამაწინაურეს და რადგან ბერძნულად უკვე კარგად ვსაუბრობდი, მენეჯერად დამნიშნეს. სწორედ აქ გავიცანი ბერძენი, რომელსაც თავდავიწყებით შევუყვარდი. მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტი იყო. ორი თვის მერე გამომიტყდა სიყვარულში. რამდენიმე დღეში ხელიც მთხოვა. აქამდე ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია, რადგან მანამდე არავინ შემყვარებიაო. მშობლებიც გამაცნო. ასე გავთხოვდი მეორედ. ხელის მოწერიდან რამდენიმე ხანში დედაც და შვილებიც საბერძნეთში წავიყვანე. ჩემი ბერძენი ქმარი ძალიან კარგი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა, ჩემი შვილებისთვის არაფერს იშურებს. საუკეთესო სასწავლებელში შევიყვანეთ. ზედ ჰყვებოდა პირველივე დღიდან. მეუბნებოდა, თუ შვილი არ შეგვეძინა, არ იდარდო, რადგან შენი შვილები ძალიან მიყვარსო, მაგრამ ბიჭი გავაჩინე. სახელი მამამთილის პატივსაცემად დავარქვი და სულ გადაირივნენ. ჩემი შვილები ახლა ლონდონში, ბიზნესის სკოლაში სწავლობენ, პატარა სამი წლისაა. მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად და ბერძნულად. ახლა ვიგრძენი, რა არის ნამდვილი ბედნიერება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი