შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დედამ ბევრი ბედნიერი და ლამაზი წუთი წამართვა“ - ქალი, რომელიც გულწრფელად ჰყვება...

„დედამ ბევრი ბედნიერი და ლამაზი წუთი წამართვა“ – ქალი, რომელიც გულწრფელად ჰყვება საკუთარი ცხოვრების ამბავს

შვილის სიყვარული განუზომელია, მაგრამ ზოგჯერ ბრმა ეგოიზმში გადადის, ეგოისტური სიყვარული კი, ბედნიერების ნაცვლად, უბედურებისა და სტრესის მორევში ჩაძირავს შვილს, რომლისთვისაც დედას მხოლოდ საუკთესო სურდა. ქალბატონი ელენე გულწრფელად ჰყვება თავისი ცხოვრების ამბავს.

ელენე: – დედაჩემის ერთადერთი შვილი ვარ. ის მამაჩემის მეორე ცოლი გახლდათ­ და უფროსი ნახევარ და-ძმა მყავდა.­ პატარაობიდანვე სულ მინდოდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ დედას­ ეს არ სიამოვნებდა­ და მამაც უმალავდა ჩვენს შეხვედრებს. თვეში ერთხელ მამას მალულად­ მივყავდით ერთად ხან ბებია-ბაბუსთან სოფე­ლში, ხან კინოში, ხან ზოოპარკსა და სხვა გასართობ ადგილებში. მერე მამა ავტოავარიაში დაგვეღუპა. მაშინ 8 წლის ვიყავი. ასე შეწყდა ჩვენი ბედნიერი­ შეხვედრები… მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა კიდევ უფრო გამკაცრდა. უსაზღვრო კონტროლითა და გამუდმებული შემოწმებებით ძალიან შეწუხებული ვიყავი, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ჩემს ყველა კლასელთან მეგობრობას მიშლიდა, მხოლოდ რამდენიმესთან მრთავდა სტუმრობის ნებას, ისიც, დაბადების დღეებზე. სანამ იქ ვიყავი, მასპინძელ ოჯახში რამდენჯერმე რეკავდა და სიტუაციას ჩემი მეგობრების მშობლებისგან­ იგებდა.­ ერთხელ ერთმა უთხრა კიდეც, ნანი, ასე არ შეიძლება, ცოდვაა ბავშვი, მეტი თავისუფლება მიეციო, დედა კი ცრემლებად დაიღვარა – ჩემი ქმრის გარდაცვალების მერე შიში გამიჩნდა, რომ ელენესაც რამე შეემთხვევა, ის ავტოავარია დღემდე მოწყობილი მგონია, უბრალოდ, ვერ ვამტკიცებო… მამა ღვინის ქარხნის დირექტორი იყო და დედას სჯეროდა, რომ მოწინააღმდეგეებმა მოიშორეს. ჩემს მშობლებს მართლა ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მარტოდ დარჩენილი დედა ძალიან მეცოდებოდა.

მეცხრე კლასში ჩვენს სკოლაში ნიკა გადმოვიდა, ფეხბურთზე დადიოდა, კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ისეთი­ ბიჭი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა, მან კი სხვებისგან მე გამომარჩია. მალე მთელმა სკოლამ გაიგო­ ჩვენი სიყვარულის ამბავი. რაღა თქმა უნდა, დედას ყურამდეც მიაღწია და ლამის გადაირია: რა დროს შენი სიყვარულია, უნდა ისწავლო, რომ კარგი ექიმი დადგეო (თვითონვე გადამიწყვიტა, რომ სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა), თანაც, ამბობენ, რომ მომავალი ფეხბურთელია და მაგათ ყველას ფეხებში აქვთ ჭკუა, უწიგნურები არიანო… მერე ნიკას შეხვდა და თითის ქნევით დაემუქრა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა, თორემ დააჭერინებდა და კარიერას სამუდამოდ დააკარგვინებდა. ნიკას ისე ვუყვარდი, იოლად არ უნდოდა ფარ-ხმლის დაყრა, მაგრამ მე მართლა შემეშინდა, რომ დედაჩემს მისთვის არ ევნო, ამიტომ ნიკასგან­ თავი შორს დავიჭირე… სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკა უცხოეთში წავიდა. დედაჩემმა კი იმდენი ქნა, თავისი მეგობრის მულიშვილი გამაცნო და გამათხოვა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით). ზურა მდიდარი­ ოჯახიშვილი იყო, პროკურორის­ შვილი. მათ ოჯახს თბილისელი, ექიმი რძალი სურდათ და სამედიცინო ინსტიტუტის მეორეკურსელი, მომავალი ექიმ-კარდიოლოგი სრულად აკმაყოფილებდათ. ზურა საშინლად ეჭვიანი აღმოჩნდა. ისეთი ავადმყოფური­ წარმოსახვა­ ჰქონდა, ბევრჯერ ისტერიკა დამმართა. 4 თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემს კურსელ ბიჭზე იეჭვიანა და იმდენად ბინძური რაღაცები დახატა, მწყობრიდან გამოვედი და სილა გავარტყი. რას ჰქვია, ცოლმა ხელი წაიგრძელაო, და ისე მცემა, მუცელი მომეშალა. ასეთი გაუბედურებული და დალილავებული რომ მნახა, დედამ უკან დაიხია… სახლში წამიყვანე, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი, ისეთი ხმით ვუთხარი, არც დაფიქრებულა, მომკიდა ხელი და ერთად დავბრუნდით. მისი ოჯახი ერთხანს მთხოვდა, მეპატიებინა ქმრისთვის ეს საქციელი, ძალიან რომ უყვარხარ, იმიტომაც იეჭვიანაო, მაგრამ სალ კლდედ ვიქეცი. დედაჩემმაც მხარი­ ამიბა, არ გაბედოს, ახლოს აღარ გაეკაროს, თორემ ციხიდან თავს ვერ გამოყოფსო. ისინიც შეგვეშვნენ. ეტყობა, პროკურორ მამას პრობლემები არ სჭირდებოდა.

ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ერთ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. იქ გავიცანი ახალგაზრდა სიმპათიური ქირურგი. დედაჩემთან წამომცდა, რომ მოვწონდი და იმდენი მეჩიჩინა, რომ სახლში დავპატიჟე. ჩემდა გასაკვირად, დედას ძალიან მოეწონა თემო. ლამის ყოველდღე მელაპარაკებოდა მასზე, მირჩევდა, ცოლად გაჰყევიო. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა, მაგრამ საქმემ დაგვაახლოვა და როცა ცოლად გაყოლა შემომთავაზა, უარი არ მითქვამს. ნათქვამია,­ ბედი მიეცი და სანაგვეზე გადააგდეო… მე ეს `ბედი~ არა და არ მეღირსა. თემო ნარკომანი აღმოჩნდა და ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა. დედამ ეს ძალიან განიცადა და ერთ დილას­ პარალიზებული აღმოვაჩინე ლოგინში.A იმ დღიდან დაიწყო ჩემი ახალი გოლგოთა. არასოდეს მქონია უდარდელი­ ცხოვრება, მაგრამ დედის ინსულტის მერე ჩემი ყოფა უფრო დამძიმდა. მას კიდურები წაერთვა და საწოლს მიეჯაჭვა… მინდოდა მომვლელი­ ქალი ამეყვანა, მაგრამ გაჭირვეულდა, არავინ არ დამანახო შენ გარდაო… მაქსიმალურად ხელს ვუწყობდი და მის ნებისმიერ ახირებას ვასრულებდი. სადილობისას მასთან გავრბოდი, რომ მშიერი არ ყოფილიყო, წამლებიც მიმეცა, მერე ისევ ვბრუნდებოდი საავადმყოფოში. სამსახურის შემდეგ კვლავ თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი სახლში, სულ იმის შიში მქონდა, საწოლიდან არ გადმოვარდნილიყო. რამდენიმე­ თვეში ძალა გამომელია. ერთხანს ვიფიქრე, სამსახურიდან წამოვსულიყავი (თუმცა სულ ბიძაჩემისა და ბიძაშვილების იმედად ხომ არ ვიქნებოდი, ისინი მეხმარებოდნენ ფინანსურად), მაგრამ ახლობლებმა მირჩიეს, მომვლელი ქალი ამეყვანა. დედას კატეგორიულად განუცხადეს, შენი პრინციპებით შვილს უკვე მორალურად კი არა, ფიზიკურადაც ანადგურებ, ამიტომ დაგვთანხმდი, რომ მომვლელი მოგიყვანოთო. ამ სიტყვებმა დედაზე იმოქმედა და დაყაბულდა, ოღონდ ერთი პირობით, რომ მხოლოდ ჩემს შინ მისვლამდე დარჩებოდა ქალი… დედა 9 წელიწადი იყო ლოგინად ჩავარდნილი. ჩემთვის არ არსებობდა გართობა, არც ზღვაზე ან მთაში­ დასვენება. ისე შევეგუე სამსახურისა და სახლის სიტუაციას, თავადაც აღარ მინდოდა არსად წასვლა, მაინც ვერ დავისვენებდი, როცა მეცოდინებოდა, რომ დედა მელოდებოდა…

ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებმა­ გამაგებინეს, რომ ნიკა რუსეთიდან დაბრუნდა, ცოლს დაშორდა და ბიზნესი საქართველოში გადმოიტანა. ძალიან ავღელდი, ნიკა ჩემი პირველი და დიდი სიყვარული იყო, აღმოჩნდა, რომ დაუვიწყარიც და გაუნელებელიც. ნიკამ სამსახურში მომაკითხა. სპეციალურად ადრე გამოვედი სამსახურიდან, რომ საღამომდე ცოტა ხანს მაინც მომეხერხებინა ნიკასთან განმარტოება. თურმე ფეხბურთს მალე დაანება თავი და უცხოური ბრენდული სპორტული ტანისამოსის შემოტანა დაიწყო. საქმე­ კარგად წავიდა და ბიზნესიც აეწყო.­ სამაგიეროდ, პირადში არ გაუმართლა და რუს ცოლთან მხოლოდ სამი წელი იცხოვრა, მეორე ოჯახის შექმნაზე აღარც უფიქ­რია. მისი გოგონა 6 წლისაა. ცოლყოფილმა დიდსულოვნად დართო ნება, ბავშვი წელიწადში ორჯერ საქართველოში წამოეყვანა. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ჩვენი ურთიერთობა აღდგა. ერთხელ ვერ მოვითმინე და კვირა დღეს, როცა დედა ვასადილე, გახარებული გამოვუტყდი, ნიკაა ჩამოსული-მეთქი. მეგონა, ამდენი ვაი-უბედურების შემდეგ მასაც გაუხარდებოდა ჩემი სიხარული, მაგრამ მოვტყუვდი. ვერ აღგიწერთ, როგორ განერვიულდა. ბოლო ხანს მეტყველებაც უჭირდა, მაგრამ მოახერხა და სიტყვებს თავი მოუყარა: იმედია, არ გასულელდები და არ გაჰყვები ცოლად, ეგ უწიგნური სპორტსმენი არაა შენი შესაფერისი, თანაც მე ვის იმედად მტოვებო? მივხვდი, უფრო მეტი გულახდილობა აღარ იყო საჭირო. დედასთვის აღარ მითქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგა, თუმცა, რაღაცას ეჭვობდა. მომვლელ ქალს ავალებდა ჩემთვის დაერეკა და ეთქვა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. ამით ცდილობდა დროზე ადრე გამოვეყვანე სამსახურიდან და ერთი წუთიც არ დამეთმო ნიკასთვის, ნიკა კი მეხვეწებოდა, რომ ცოლად გავყოლოდი, მეუბნებოდა, ბოლოს და ბოლოს, შეეჩვევა უშენობას, ნახვით კი ყოველ­დღე მოვინახულებთო. მე ვუარობდი და მიზეზსაც ვერ ვუკონკრეტებდი. იმას ხომ ვერ ვეტყოდი, რომ მისი ხსენებაც კი აღიზიანებდა…

დედა სამი წლის წინ გარდაიცვალა. კარგა ხანს ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ხელი ან ფეხი მომაჭრეს, მიჭირდა უმისობა, მაგრამ ნიკამ შეუძლებელი შეძლო – ის ტკივილი გამინელა, რაც წარსულმა დამიტოვა, მაგრამ ზოგჯერ მაინც ამომიტივტივდება უსიამოვნო ეპიზოდები, ჩემს ცხოვრებაში მრავლად რომ იყო. სამწუხაროდ, ამის თავიდათავი დედაჩემი გახლდათ, რომელსაც მიაჩნდა, რომ შვილის ბედი თავად უნდა გადაეწყვიტა. მან ბევრი ბედნიერი და ლამაზი წუთი წამართვა: დიდი ხნით დამაშორა და-ძმას, მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ვურთიერთობდი მხოლოდ მის ძმასა­ და ძმისშვილებთან, იმ ადამიანებთან, ვინც მას მოსწონდა. მისმა ხასიათმა­ დამაკომპლექსა და წინააღმდეგობას გადამაჩვია. დარწმუნებული ვარ, ნიკა ასეთი დადებითი პიროვნება რომ არ აღმოჩენილიყო, სხვა ვერავინ შეძლებდა ჩემი სულიერი­ იარის მორჩენას. ასაკი აღარ მიწყობდა ხელს, მაგრამ გავრისკე და 38 წლისამ­ ბავშვი გავაჩინე. თეკლა უკვე 2 წლისაა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მაგრამ ის იარა, რაც დედამ დამიტოვა, მოუშუშებელი დამრჩება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი