სამშაბათი, აპრილი 23, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დიდად არ გამოვირჩევი ცხოვრებით ტკბობის უნარებით, მაგრამ სიცოცხლე საინტერესო ისევ გახდა“ -...

„დიდად არ გამოვირჩევი ცხოვრებით ტკბობის უნარებით, მაგრამ სიცოცხლე საინტერესო ისევ გახდა“ – როგორ ცხოვრობს გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკიდან წასვლის შემდეგ

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი კეკელიძის ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რამდენიმე მიმართულებით “გაიშალა”. მან კომპანია “ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ასევე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის “სახლი” გენერალური მენეჯერი გახდა. ასევე, აქტიურად ახორციელებს პროექტებს ლიბ.გე-ზე.

გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ წავა და მუშაობას ლიტერატურის, განათლებისა და კულტურის “მინდვრებზე” განაგრძობდა.

– პირველ რიგში როგორ ხართ? იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, ვგულისხმობ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას…

– ვფიქრობ, მხნედ. არანაკლები გამოწვევებია ახლა ჩემს საქმიან გზაზე. “ბიბლუსი”, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, lib.ge. – დიდი პროექტების მართვა მიწევს და როგორც მწერალს, ასევე ბევრი გეგმა მაქვს. წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ამბიციური პროექტია. ჩვენ ვაპირებთ სოფლის სკოლების, ბიბლიოთეკების, საგანმანათლებლო ცენტრების ახალი წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას. დაგეგმილია ქართული წიგნის კუთხეების გახსნა საზღვარგარეთ. გვყავს ელჩები, წარმომადგენლები და წევრები – გვინდა ადგილობრივი კლუბების შექმნა, რომლებსაც საგანმანათლებლო ხასიათი ექნება.

– საკმაო დრო გავიდა, თქვენი გადმოსახედიდან, რას ფიქრობთ, რა იყო თქვენი გათავისუფლების მთავარი მიზეზი?

– ამ საკითხზე ცხადად დავწერე და მეტი ლაპარაკი თანამდებობის გამოდევნებას დაემსგავსება. ხაზგასმით ვამბობ, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, ერთხელ დავწერე და მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.

– პოლიტიკა იმდენად ჩვენი ყოველდღიურობაა, რომ ნებისმიერ, თუნდაც არაპოლიტიკურ ამბავს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებთ. ზედმეტად პოლიტიზება ხომ არ არის პრობლემა?

– ადამიანი პოლიტიკური არსებაა, მისი ყველა ქმედება, თუ ის ვიტა აცტივა-ს მისდევს, პოლიტიკის ნაწილია, თუმცა ვიწროპარტიული აზრით პოლიტიკით ყველაფრის მოცვა, ცხადია, დამაზარალებელია.

– პოლიტიკა ბინძური საქმეა?

– ნებისმიერი საქმე ბინძურად ან სუფთად მისი შემსრულებელი ადამიანების მიხედვით იქცევა.

– ქართველი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას რამდენად ასახავს სოციალური ქსელი, ამ შემთხვევაში ფაცებოოკ, სადაც დიდი დოზით არის ხალხის ბულინგი, აგრესია?

– ეს მსოფლიო პრობლემაა. ადამიანის მეორე, ვირტუალური რეალობა მკვეთრად მოსწყდა განვითარების მეტ-ნაკლებად კამერულ გზას, უცებ მარტოები დავრჩით მილიონობით თვალის წინაშე – ისინი განგვსჯიან, ცილს გვწამებენ, გვასამართლებენ – ეს ურთულესი რამ არის აღსაქმელად და გასააზრებლად. თუმცა ჩვენთან ეს ათმაგია, ერთმანეთის ლანძღვა ხომ ეროვნულ სპორტად გვაქვს დაწესებული. ორი ძირითადი სირთულე გვაქვს, რაზეც ილიაც წუხდა და სხვა დანარჩენიც: ერთმანეთის ატანა გვიჭირს და შრომის ორგანიზება. ძნელად დასაძლევი ამბავი მგონია, თუმცა არა შეუძლებელი – ყოველდღიური ვარჯიში უნდა. ეს ვარჯიში გულისხმობს ცოდნას, შრომას, დაკვირვებას და განვითარებას.

– როგორია თქვენი ზღაპრული საქართველო?

– ჩემი ზღაპრული საქართველო ვაჟას ალუდას საქართველოა, თანაცხოვრების ის მოდელი, რომელიც ალუდამ იქადაგა, სადაც სამყაროს ცენტრში ადამიანი დგას, ამ სიტყვის საუკეთესო და არა პრიმიტიული გაგებით. კიდევ მინდა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს განცდა არ დავკარგოთ – ეს საკითხი თითქოს ბაცდება, არადა, ადამიანებს საკუთარი სახლები და ქუჩები ელიან. შესაბამისად, ჩემი საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად მოჩანს. ადამიანი ფერისცვალების არსებაა – ეს არის მისი უპირატესობა ცოცხალ ორგანიზმთა შორის, ქვეყანას ადამიანთა საზოგადოება აუმჯობესებს და თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ აჯობონ გუშინდელ დღეს, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

– დეპრესიისას ბევრი გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად იტანჯება. თქვენ ეს ყველაფერი გამოიარეთ, არსებობს რამე უნივერსალური რეცეპტი და თქვენს შემთხვევაში რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც ეს ყველაფერი დაგაძლევინათ?

– ეს იყო ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე. ურთულესი გზა საკუთარი ფსიქიკის ჯურღმულებში. პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროცესი ბიოქიმიურია – სწორი მედიკამენტური მკურნალობა, თერაპია, გარკვეული ეტაპის შემდეგ რეფლექსია და ჩართულობა აღმოჩნდა ჩემი გადარჩენის რეცეპტი. ჩემ ირგვლივ ძალიან ცოტა ადამიანი შემორჩა და სწორედ ისინი მაძლევდნენ გადარჩენის იმედს. ესენი არიან ჩემი უახლოესი მეგობრები.

– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ებრძვის დეპრესიას…

– პრობლემის აღიარებას, თუნდაც უკიდურესად ვიწრო წრეში – ოჯახთან ამის გამხელას და შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტს. გახსოვდეთ, რომ აუცილებლად დასრულდება ეს ტანჯვა და გაიმარჯვებთ. ამ საკითხზე საუბარი, სიტყვა და მისი გაცვლა ერთი მთავარი გზაა, ოღონდ ამ სიტყვას ფრთხილი შერჩევა სჭირდება.

– როგორია ცხოვრება ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ.

– მე დიდად არ გამოვირჩევი ცხოვრებით ტკბობის უნარებით, მაგრამ სიცოცხლე საინტერესო ისევ გახდა, ეს მგონია მთავარი.

– თუ დაფიქრებულხართ იმ დღეზე, როდესაც გადაგარჩინეს, თქვენთვის რომ ვერ მოესწროთ?

– არაერთხელ. მაშინ წასვლაც მინდოდა და უფრო მეტად ის, რომ ვინმეს გადავერჩინე. მერე, რამდენიმე თვე არანაკლებ ჯოჯოხეთური გამოდგა. როცა დავფიქრებულვარ, უფრო სხვა ადამიანებს მიემართება ეს ფიქრი, ვიცი, რომ ბევრია გადასარჩენი და მე, ჩემი მწირი ძალით, ყოველდღიურად ვცდილობ მათ დახმარებას.

– რა არის ცხოვრებაში მთავარი, რისთვისაც უნდა იბრძოლოს ადამიანმა?

– სიმამაცე ზომიერებისა – კამიუს სიტყვები რომ გამოვიყენოთ. ეს არის ყველაზე მთავარი და არცთუ იოლად განსაცდელი საქმე – დიდ შრომას მოითხოვს და ბეწვის ხიდზე სიარულის სწავლას. მთელი ანტიკური და ინდური ფილოსოფია ამ ბალანსის პოვნას ეძღვნება, თუ ეგ შეძელი – ფიზიკურ და ფსიქიკურ წონასწორობასაც დაეუფლები. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

22 April, 2024
9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

20 April, 2024
8 საუკეთესო აქტივობა პაროსში, საბერძნეთში

8 საუკეთესო აქტივობა პაროსში, საბერძნეთში

18 April, 2024
გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

აპრილი 23, 2024
ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

აპრილი 23, 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
რჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

რჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

აპრილი 23, 2024
მინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

მინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

აპრილი 23, 2024
10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

აპრილი 22, 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

აპრილი 23, 2024
ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

აპრილი 23, 2024
„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

23 აპრილი 2024
როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

23 აპრილი 2024
საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

23 აპრილი 2024
მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

აპრილი 23, 2024
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

აპრილი 23, 2024
დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

აპრილი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

აპრილი 23, 2024
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

აპრილი 23, 2024
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

აპრილი 23, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

აპრილი 23, 2024
რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

აპრილი 23, 2024
7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

აპრილი 23, 2024
7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

აპრილი 23, 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

23 აპრილი 2024
ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

23 აპრილი 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

22 აპრილი 2024
დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

აპრილი 17, 2024
26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

აპრილი 15, 2024
არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

აპრილი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი