სამშაბათი, აპრილი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მისი ქმარი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აღარ გადაეღოთ, მოვკლავო, – ამბობდა… ბევრჯერ იყო...

„მისი ქმარი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აღარ გადაეღოთ, მოვკლავო, – ამბობდა… ბევრჯერ იყო ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლებოდა, დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება“ -რას იხსენებდა ხათუნა კორტიკაძის დედა შვილის შესახებ

„სოფლის ტალახისთვის იმეტებთ ამ სიმწრით გამოზრდილ ანგელოზს?“ – ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მედეა ჩახავას გმირის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა ფილმიდან „მხიარული რომანი“. გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწია სახეზე საყვარლად დაჭორფლილ, მაღალ, თხელი, ნატიფი აღნაგობის გოგონას, რომელიც ამ ფილმის შემდეგ სადღაც გაუჩინარდა?

ფილმის დასრულებიდან მალე ხათუნა კოტრიკაძე ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ მეკარის, დავით გოგიას ცოლი გახდა. ქმრის კატეგორიული მოთხოვნით, ის სამუდამოდ ჩამოშორდა კინოს, მომავალ პროფესიულ საქმიანობას, მეგობრებსა და ნათესავებში წასვლა-წამოსვლასაც კი, და სოფელ დიღომში კარ-მიდამოს და საქონლის მოვლას მიჰყო ხელი. ხათუნას დედა, ქალბატონი ნანული “თბილისელებს” შვილის შესახებ ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან:

ქალბატონი ნანული: ხათუნას ძალიან უყვარდა ბიოლოგია და ბიოლოგიურზე ჩააბარა. რომ მოენდომებინა, შეიძლებოდა, მსახიობიც ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის თავი არ მოუკლავს. მეორე კურსზე იყო, რომ გათხოვდა. მისი ქმარი, დათო გოგია, „დინამოს“ მეკარე გახლდათ, რომელიც ჩემი მეუღლის, სერგო კოტრიკაძის მოსწავლე იყო და ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში. მაშინ ხათუნა ბავშვი იყო. მერე ამ ადამიანმა თავისი გრძნობები გამოააშკარავა, მაგრამ ყველა წინააღმდეგი ვიყავით. ვინმემ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სამტრედიელია, მე კიდევ რაიონი არ მიყვარს. გარშემო ელიტური, ცნობილი, ნასწავლი ნათესავები მყავს. მამამისმაც უთხრა: ეგ კაცი არ გამოგადგებაო. ხათუნაც, რომ ვთქვა, დიდად აქცევდა ყურადღებას-მეთქი, არა. ერთხელ მითხრა: იცი, რა მახსოვს, მე და მამა დიღომში, ბაზაზე ვიყავით, მეკარის დიდი ხელთათმანები მომხვდა თვალში, ვიკითხე, ვისია-მეთქი და დათო გოგიასიო. ამით დაამახსოვრდა. მისი მშობლები რომ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად, ჩემმა მაზლმა მითხრა, დათანხმდიო. მისი ცოლი გადაირია – ნანული, რას შვრები, დაფიქრდი, ვის ატან ამ ანგელოზივით გოგოსო. მაგრამ ამ ბიჭმა ჭკუით გვაჯობა. მეორე დღეს ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა.

– მართალია, რომ გათხოვების შემდეგ წერტილი დაესვა მისი კინოში გადაღების პერსპექტივას და ბევრ ისეთ რაღაცასაც, რაც მის ცხოვრებაში პრიორიტეტული იყო? თუმცა, კინოში ის ერთი გაელვებაც საკმარისი აღმოჩნდა, ისეთი პოპულარობა მოეპოვებინა, სხვებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხეს. როგორ იწყებოდა ყველაფერი?

– ხათუნა პირველ სკოლაში სწავლობდა. მათთან „თუში მეცხვარის“ რეჟისორი სოსო ჩხაიძე მივიდა. ბავშვები შეათვალიერა და ხათუნა მოეწონა. გადაიღო ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. ყველა გადარეული იყო. პირველივე დღიდან როგორც გამოცდილმა მსახიობმა, ისე ითამაშა. ამის შემდეგ – ხან ვინ გვირეკავდა, ხან – ვინ, რომ ფილმში გადაეღოთ. მერე ლეილა გორდელაძემ დაგვირეკა. მითხრა, რომ „მოიტაცეს თამარ ქალს იღებდა“ და მთავარ როლზე ხათუნა სჭირდებოდა. აუტანელი ხასიათის ქალი იყო. ეგ და ხათუნა ვერ რიგდებოდნენ, ურთიერთობა უჭირდათ. დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ უნიჭო სურათი გამოვიდა. ამის შემდეგ ლერიკო ხოტივარმა მიიწვია „მხიარულ რომანზე“. ჩემს ქმარს კარგად იცნობდა და სთხოვა – ძალიან მინდა, შენი შვილი ამ ფილმში მოხვდესო. ხათუნა ცხოვრებაშია შებოჭილი, თორემ ეკრანისთვის ძალიან თავისუფალი იყო და ამით მოეწონა ყველას. აბსოლუტურად ყველა გადაღებაზე თვითონ მიმყავდა და მომყავდა. მამამისი მარტო გაუშვებდა? მახსოვს, დათო გიორგობიანთან („მხიარულ რომანში“ შეყვარებულის, დათო მგალობლიშვილის როლის შემსრულებელი – ავტორი). სულ კინკლაობდა. აბრაზებდა – რა უშნო ხარო. დათო ეუბნებოდა: სამაგიეროდ, შენ ხარ ძალიან ლამაზიო. „მოიტაცეს თამარ ქალში“ ბიჭები რომ თამაშობდნენ, ყველა ხათუნაზე უფროსი იყო. გია ფერაძე, როგორც უფროსი ძმა, დარიგებებს აძლევდა: ხათუნა, არასოდეს დაირქვა „სვოი გოგოს“ სახელი. შენ გგონია, ასეთი გოგონები მოსწონთ ბიჭებსო?!

– ჩემი აზრით, ხათუნას ისევ ეკრანზე გამოჩენა ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა ამ გზას რომ გაჰყოლოდა და გათხოვება არ ეჩქარა.

– მისი ქმარი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აღარ გადაეღოთ. მოვკლავო, – ამბობდა. ეტყობა, ხათუნასაც არ უნდოდა მაინცდამაინც, თორემ, თუ რამე მოინდომა, გააკეთებს კიდეც. ბევრჯერ იყო ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლებოდა, დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება. არადა, დავიღალეთ ამ კაცის ეჭვიანობით – აქ არ წახვიდე, იქ არ წახვიდე… არც იყო ხათუნა ბუნებით მოსიარულე გოგო, მაგრამ ციხეში ხომ არ იყო?! როგორც კი სახლიდან გავიდოდა, ეჩხუბებოდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხათუნა მართლა გადააჩვია სახლიდან გასვლას. მეკითხებოდნენ – რატომ არ ჩანს ხათუნაო, მაგრამ ყველას ხომ ვერ აუხსნი. ოღონდ სახლში მჯდარიყო და მზად იყო, ნებისმიერი სურვილი აესრულებინა. მის კარადაში ტანსაცმელი დღემდე არ ეტევა. ავეჯი, ფული, რამდენიც გინდათ და არასოდეს არაფერს უთვლიდა. ამაში არ ზღუდავდა. უცხოეთში შეკრებებზე რომ მიდიოდა, თხუთმეტი ათას მანეთს უტოვებდა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ხათუნა ამით იხიბლებოდა. გამწარებული ამბობდა: არც ასეთი ფული მინდა და არც არაფერიო. თბილისში უცხოური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ჩემმა მეგობარმა ბილეთები მოიტანა, წავიდეთო. პირველ-მეორე დღეს წავედით და მესამე დღეს ხათუნამ წამოსვლაზე უარი განაცხადა. ნუ აქცევ ყურადღებას, ჩემთან და ნინკასთან ერთად მოდიხარ-მეთქი. არა, დედა, იმ განცდებად და ლაპარაკად არ მიღირს ეს ფილმიო. იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერზე უარი ათქმევინა. მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობა არ გამიფუჭებია. ექვსი წელი ჩემთან ცხოვრობდნენ. მერე სოფელ დიღომში გადავიდნენ. პირველ ხანებში ძალიან ვებრძოდი, მაგრამ მერე შევხედე, რომ ამ ბიჭთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. რაც მეტს ვებრძოდი, მით უარესი იყო. იდიოტი ხომ არ ვიყავი? ტაქტიკა შევცვალე. აი, ასეთი ბედი აქვს ხათუნას და არ გაგიკვირდეთ, რომ ვიღაცეებს არ ხვდება და ინტერვიუებს არ იძლევა. ახლა, ვფიქრობ, დადგა ის პერიოდი, როცა შეიძლება, თავის ცხოვრებას მიხედოს და ერთი წუთითაც არ ვიქნები არაფრის წინააღმდეგი. ბევრი ვითმინე და უშედეგოდ. დღემდე ეჭვიანობს და წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა არაფერში ხარ დამნაშავე და თავი უნდა იმართლო. სხვათა შორის, ერთხელ დამიჯდა და მითხრა: რა დეგენერატი ვიყავი, რომ ჩემს ცოლზე, ასეთ სპეტაკ ადამიანზე ვეჭვიანობდიო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მშრალი თვალის სინდრომი  XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

აპრილი 15, 2024
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

აპრილი 15, 2024
როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

აპრილი 15, 2024
რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

აპრილი 16, 2024
ფრანგი ფერმწერი  კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

ფრანგი ფერმწერი კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

აპრილი 15, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

აპრილი 15, 2024
ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

აპრილი 15, 2024
“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

16 აპრილი 2024
“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

16 აპრილი 2024
რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

14 აპრილი 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

აპრილი 15, 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 16, 2024
ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

აპრილი 15, 2024
მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

აპრილი 15, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

აპრილი 15, 2024
იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

აპრილი 16, 2024
სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

აპრილი 15, 2024
სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

აპრილი 15, 2024
დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

15 აპრილი 2024
ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

15 აპრილი 2024
დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

15 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი