სამშაბათი, აპრილი 23, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ არის საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები სიკვდილი და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში...

რატომ არის საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები სიკვდილი და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში გამოჭერილ კლიენტზე“ ბოშების სიტყვა და მზერა

ყველას გინახავთ, ალბათ, მკითხავი ბოშა ქალი ქუჩაში, თავს რომ არ განებებს, მოგდევს და გეძახის: „მოდი, ლამაზო, გითხრა შენი ბედი!“ ზოგი გაურბის, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, ზოგიც შეფიქრიანებული და შეშინებული უსმენს…

მაინც რა ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, მათ სიტყვასა და მზერას? რატომაა მათი პროგნოზი ასეთი ძლიერი? – ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ფ.

– „მიმკითხავე, ბოშა და მითხარი, რომ ბედნიერება მელის, უბედურება არ მინდა”, – მხოლოდ ასე თუ მიმართავ მათ, რადგან საოცარი ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, სიტყვასა და მზერას. ამას კი იმით ხსნიან, რომ უძველესი დროიდან ბოშები ყველასგან განცალკევებით, ბანაკებად ცხოვრობდნენ, მხოლოდ თვისტომს ენდობოდნენ და შერეული ქორწინებაც იშვიათობა გახლდათ მათთვის. ცნობისმოყვარე თვალისგან იცავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებასაც და აურაცხელ საიდუმლო ცოდნასა და უნარს. უცნობი და გაუგებარი კი ადამიანს ყოველთვის აშინებს. ამიტომაც აღიქვამენ ბოშა მკითხავს იდუმალებით მოცულ გრძნეულად – გვერდს უვლიან, მათთან დიალოგი აბნევთ, მორცხვობენ და ქუჩის მათხოვრების მსხვერპლი ხდებიან. შეშინებულის მოტყუებას კი რა უნდა?!

– თითქმის ყველა ბოშა ქალი მკითხავია…

– როგორც ამბობენ, მათი ძალა ბუნების სულებშია. ბოშა ქალის წყევლის, ჯადოსა თუ გათვალვის მოხსნა მხოლოდ ისევ ბოშას შეუძლიაო. ნამდვილ ჯადოქარსაც მხოლოდ მათ შორის შეხვდებით, რომელმაც სხვათაგან დაფარული უამრავი საიდუმლო იცის და მრავალი წლით ადრე განჭვრეტს მომავალს. ასეთ გრძნეულთა უმეტესობაც ქალია, რადგან ეს უნარი ძირითადად ქალის ხაზით გადაეცემა. ლეგენდის თანახმად, ძლიერი ჯადოქარი ბოშისა და წყლის ან ჰაერის სულთა ნაყოფია, რაც ახალშობილის სხეულზე სპეციფიკური ნიშნით აისახება. ასეთი ნიშნით დაბადებულს კი, სპეციალური პრაქტიკოსი მაგი წვრთნის და გოგონაც ადრეული ასაკიდანვე შთანთქავს „მასწავლებლის“ ყოველ ცოდნასა და საიდუმლოს. სკოლაში არ დადიან, მაგრამ პატარაობიდანვე იციან: ჯადოს გაკეთება თუ მოხსნა, კონტაქტი ბუნების სულებთან, ადამიანის აურის მიხედვით, მისი მდგომარეობის დადგენა, ფლობენ ჰიპნოზის ტექნიკას, ესმით ბალახების და მათგან სხვადასხვა ნაყენსა და წამალს ამზადებენ, მათი საშუალებით კი კურნავენ ნებისმიერ დაავადებას და, რა თქმა უნდა, მკითხაობენ, როგორც ბანქოს გაშლით, ასევე ხელის გულზე. რადგან ბოშა მამაკაცებს მუშაობა ეკრძალებათ, ბანაკში მთავარი მარჩენალი ქალები არიან და ისინიც ფულს იმით შოულობენ, რაც იციან, ანუ მკითხაობითა და მაგიური რიტუალებით – საუბრობენ წარსულზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და ჯანმრთელობაზე, წინასწარმეტყველებენ მომავალს, მოიზიდავენ ფინანსებს, ხსნიან ჯადოს…

– რა მაგიური ცოდნა დევს ამ ხალხში, რომ მათი შემთხვევითი პროგნოზებიც კი, შეიძლება ახდეს?

– ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს თვითშესრულების წინასწარმეტყველება ჰქვია: თუ ბოშა ქალის ნამკითხავებს დაიჯერებ, ეს ქვეცნობიერს აშინებს, რის ფონზეც, სავსებით შესაძლებელია, წინასწარმეტყველება ახდეს. ამის მაგალითი უამრავია მხოლოდ ჩემს ახლობლებს შორისაც კი. გაგაცნობთ რამდენიმე ეპიზოდს: ბოშა ქალმა ბავშვობაში ჩემი ბიძაშვილის ბებიას უთხრა, 72 წლის ასაკში მოკვდებიო და მართლაც, 72-ე დაბადების დღეს გარდაიცვალა; ჩემს მეზობელს ახალგაზრდობაში ბოშამ წყალში დახრჩობა უწინასწარმეტყველა. მას ცურვის ეშინოდა და საერთოდ არ ცურავდა, მაგრამ 75 წლის ასაკში აბაზანაში (გულმა ცხელ წყალს ვერ გაუძლო) დაიხრჩო; დედაჩემს უთხრეს, მალე დაქვრივდებიო და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 25 წელი გავიდა, დედაჩემს ახლაც ძალიან ეშინია ბოშების; ერთ ჩემს მეგობარ გოგონას რვა წლის ასაკში სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, რაზეც ბავშვებმა ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ის მართლაც რვა წლისა დაიღუპა; ბიძაჩემს ბოშა ქალმა მეტროს ბაქანზე უთხრა: ახალგაზრდა და სიმპათიური ხარ, მაგრამ ოცდაათ წლამდეც ვერ იცოცხლებო – კაცს გაეცინა და ფული შესთავაზა: წაიღე და სიცოცხლე გამიხანგრძლივეო, მაგრამ პასუხად მიიღო: ფული ვერ დაგეხმარებაო – ოცდამეათე დაბადების დღემდე, სამი თვით ადრე გარდაიცვალა; ჩემს დას სამსახურთან დაკავშირებით უნდოდა რაღაცის გარკვევა, მკითხავმა კი უთხრა, ექვს თვეში მამაშენი მოკვდებაო. მამა ჯანმრთელობას არ უჩიოდა, თუმცა რამდენიმე კვირაში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.

– მხოლოდ სიკვდილის პროგნოზი მართლდება?

– რა თქმა უნდა, არა. მაგალითად, ჩემი თანამშრომელი ჩიყვის ოპერაციისთვის ემზადებოდა. სავაჭრო ცენტრში კი ბოშა ქალმა უთხრა, ყელის ოპერაციას ელოდები, მაგრამ არ შედგებაო. მართლაც, სამედიცინო მაჩვენებლების გამო ოპერაციაზე უარი უთხრეს; დეიდაჩემს მეორედ გათხოვების წინ ბოშა ქალმა უთხრა: ვიცი, ქორწილისთვის ემზადები, მაგრამ არ გირჩევო. დეიდამ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა და გათხოვდა. თუმცა წელიწადიც არ გასულა, რომ გაიყარნენ. ახალი ქმარი არც თუ კარგი ადამიანი აღმოჩნდა; რაც შემეხება მე, არასდროს მჯეროდა ბოშა ქალების მკითხაობის, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა მეტროსთან ქმრის მოლოდინში, სულ ძალის ძალით არ დამიწყო რაღაც სისულელეების მოყოლა, ეს და ეს გელოდება ცხოვრებაშიო… ამასობაში ჩემი ქმარიც გამოჩნდა. იქაურობას მაშინვე გავშორდით, ის ამბავი კი საერთოდ დამავიწყდა. თუმცა ორი წლის შემდეგ თავი ისევ შემახსენა, რადგან ყველაფერი სიტყვასიტყვით ამიხდა. შემდეგ კი იმავე ადგილას ამ ბოშას კვლავ შევხვდი – აბორტის გასაკეთებლად კლინიკაში ვაპირებდი წასვლას. მითხრა: ბიჭი გეყოლებაო და წავიდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიდექი, შემდეგ შევბრუნდი და სახლში წავედი. ასე დაიბადა ჩემი ბიჭი, ის ბოშა კი აღარ მინახავს. ასე რომ, დაუჯერებთ თუ არა ბოშათა მკითხაობას, თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პროგნოზი თვითპროგრამირებაა გარკვეული შედეგისთვის. გისურვებთ წარმატებას! წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

22 April, 2024
9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

20 April, 2024
8 საუკეთესო აქტივობა პაროსში, საბერძნეთში

8 საუკეთესო აქტივობა პაროსში, საბერძნეთში

18 April, 2024
გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

აპრილი 23, 2024
ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

აპრილი 23, 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
რჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

რჩევები, როგორ გავამარტივოთ რემონტი

აპრილი 23, 2024
მინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

მინიმალისტური სტილის სახლი ლონგ აილენდზე

აპრილი 23, 2024
10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

10 სასარგებლო რჩევა ბინის რემონტისათვის

აპრილი 22, 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

აპრილი 23, 2024
ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

აპრილი 23, 2024
„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

23 აპრილი 2024
როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

23 აპრილი 2024
საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

23 აპრილი 2024
მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

აპრილი 23, 2024
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

აპრილი 23, 2024
დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

აპრილი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

აპრილი 23, 2024
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

აპრილი 23, 2024
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან

აპრილი 23, 2024
ჟოლოს სასარგებლო თვისებები

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

აპრილი 23, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

აპრილი 23, 2024
რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

აპრილი 23, 2024
7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

აპრილი 23, 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

23 აპრილი 2024
ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

23 აპრილი 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

22 აპრილი 2024
დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

აპრილი 17, 2024
26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

აპრილი 15, 2024
არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

აპრილი 5, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი