სამშაბათი, აპრილი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდირის გამო დაიბლოკა მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი და ნანობს თუ არა...

რის გამო დაიბლოკა მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი და ნანობს თუ არა რეპერი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებას

მართლია, 31 წლის ასაკში რეპერმა მასტერმა ის ერთადერთი ჯერ ვერ იპოვა, ვის გვერდითაც ცხოვრებას გააგრძელებს, მაგრამ ამ საკითხს ოპტიმისტურად უყურებს. როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ორჯერ იყო შეყვარებული. მისი სიმღერები რეკორდული სისწრაფით იწერება და უამრავი ადამიანი უსმენს. არც იმაზე სწყდება გული, ამერიკიდან რომ დაბრუნდა და საცხოვრებლად იქ არ დარჩა და მიაჩნია, რომ მისთვის, როგორც რეპერისთვის, თავისი ქვეყნის ხალხის სითბო, სიყვარული და დაფასება ყველაზე დიდი ჯილდოა.

მასტერი: ეს წელიწადი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო. უკვე ამ წელს გამოვუშვი ორი ვიდეოკლიპი და მთლიანობაში – ოთხი სიმღერა. კიდევ ვმუშაობ და მინდა, თითო თვეში თითო სიმღერა ჩავწერო. ასე რომ, ეს წელი კარიერულად ნამდვილად კარგად დამეწყო.

– კარიერა გასაგებია, მაგრამ პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში იგივე დარჩა, არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ, არაფერი საინტერესო არ ხდება. იმედია, ეს სფეროც გამოსწორდება, ჯერ მთელი წელი წინ არის (იცინის).

– კარიერაში ისეთი ტემპით მიდიხარ წინ, მგონი, პირადისთვის ვეღარ იცლი…

– მე კი ვიცლი პირადისთვის, მაგრამ სიყვარული მოცლაზე არ მოდის. უნდა დაინახო ადამიანი, პეპლები იგრძნო, მანაც – იგივე და აქ იწყება ყველაფერი. მოკლედ, რთული კომბინაციაა. კი მეუბნებიან, მგონი, შენ ართულებო… მაგრამ, არ ვიცი. უამრავი ურთიერთობის მიუხედავად, პეპლები მუცელში სამი-ოთხჯერ დაფრინავდა (იცინის). თავის დროზე ორჯერ მეგონა, რომ ის ერთადერთი ვნახე, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ თურმე, არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის ის ერთადერთები. ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ.

– ურთიერთობაში მომთხოვნი ხარ, მკაცრი თუ ეჭვიანი, ანუ როგორი ხარ შეყვარებული?

– არც მომთხოვნი ვარ, არც მკაცრი და არც ეჭვიანი შეყვარებული, პირიქით, დემოკრატიული ვარ. კონტროლი და ეჭვიანობა არ მიყვარს. ვფიქრობ, როცა ადამიანს აირჩევ და იტყვი, ეს ჩემიაო, მასზე ეჭვიანობა საკუთარი თავის უპატივცემულობაცაა და პარტნიორისაც. რაც არ მომწონს, ვუფიქსირებ ჩემს საყვარელ ადამიანს, სიღრმისეულად ვუხსნი და დეტალურად ვუმარტავ. პატივს ვცემ ადამიანების გადაწყვეტილებებს და თუ მინდა, რაიმე შეცვალოს, ამას არგუმენტირებულად და თბილად ვუდგები და არა – მე როგორც გეტყვი, ისე გააკეთებ! ურთიერთგაგებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ისე, ზოგადად, როგორც ადამიანს, შეიძლება, ძალიან ბევრი მინუსი მქონდეს, მაგრამ როგორც შეყვარებულს – არა. თამამად შემიძლია ვთქვა, ამ მხრივ, იდეალური ვარ. როცა მიყვარს, ვარ ძალიან მზრუნველი, თბილი და ვცდილობ, ხშირად მივანიჭო სიამოვნება და სიხარული, გავაოცო და გავახარო. ასე რომ, როგორც შეყვარებული, იდეალური ბიჭი ვარ (იცინის). თუ დაუკავშირდებით ჩემს ყოფილ შეყვარებულებს, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივეს იტყვიან და ჩემს ნათქვამს დაადასტურებენ (იცინის).

– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო მათთან დაშორების მიზეზი?

– პირველ შეყვარებულთან დაშორების მიზეზი იყო ის, რომ პატარები და გამოუცდელები ვიყავით, მეორე შეყვარებული ოკეანის მიღმა იყო, ამერიკაში, ის – იქით, მე – აქეთ და ჩვენი დაშორება დისტანციამ გამოიწვია. თუმცა, კიდევ ვამბობ, ორივე გეტყვით ჩემზე, რომ როცა ისინი მიყვარდა, უშეცდომოდ კარგი ბიჭი ვიყავი.

– ამერიკა ახსენე. გარკვეული პერიოდი მოგიწია ამერიკაში ცხოვრება. ამ გადასახედიდან, ხომ არ ნანობ, რომ საქართველოში დაბრუნდი?

– ამერიკაში 16-17 წლის ასაკში ვიყავი, სკოლის ბოლო ორი კლასი იქ დავამთავრე. ვნანობ, რომ გარკვეული წლები კიდევ არ დავრჩი. როცა ჩემი მუსიკალური გზა ვიპოვე, მაშინ რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში, ჩემი მუსიკალური კარიერისთვის გაცილებით კარგი იქნებოდა და გაცილებით წინ ვიქნებოდი. ზოგს შეიძლება, გაეცინოს – რას მიაღწევდი ამერიკაშიო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში, მიზანდასახულობაში და ამერიკაში რომ დავრჩენილიყავი, გაცილებით შორს ვიქნებოდი. ბედს კი ადამიანები თავად ვქმნით, მაგრამ ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო-დავბრუნებულიყავი და ჩემს ქვეყანაში გამეგრძელებინა კარიერა. ასე რომ, მაქვს მისია, ვიყო ქართველი რეპერი, რომელიც ქართულ ჰიპ-ჰოპს ქმნის და მე ამაყი ვარ ამის გამო.

– აუცილებლად უნდა გკითხო ქეთი მელუას და შენს დუეტზე, რომელიც ინტერნეტსივრცეში დაიდო და საკმაოდ კარგი მოსასმენი იყო. უამრავი ნახვა ჰქონდა და შემდეგ წაიშალა. ამის მიზეზი შენი ჰომოფობიური განწყობაა?

– ყოველთვის მინდოდა, ქეთი მელუასთან სიმღერა გამეკეთებინა, ეს ჩემი აჩემება იყო. ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი და ვარ მისი შემოქმედების. ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული ტემბრი აქვს და ძალიან განსხვავებული მომღერალია. მოკლედ, ერთ-ერთ სიმღერას როცა ვწერდი, ჯერ სოლო ვერსია გავაკეთე – ჩემთვის და მერე რომ დავფიქრდი, ვთქვი: ქეთის ხმა მოუხდება ამ მუსიკას-მეთქი. ქეთის მენეჯმენტს იმეილზე გადავუგზავნე სიმღერა და ათ დღეში თანხმობა მივიღე, გაგვეკეთებინა საერთო სიმღერა. სამართლებრივი და საავტორო დოკუმენტაციის შედგენას დიდი დრო დასჭირდა. საბოლოოდ ჩაიწერა სიმღერა, ძალიან გარგი გამოვიდა და დავდეთ. მალევე, გამოიხტა თემა, როცა „დრაგ ბოლზე“ მიიწვიეს ნანი ბრეგვაძე და ჩემი აზრი დავაფიქსირე ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ ჩემი მოქალაქეობრივი პროტესტი. პოსტიც გამოვაქვეყნე. ეგრევე დაიწყეს ამ პოსტის ქვეშ კომენტარების წერა და ქეთი მელუას დათაგვა: რატომ ჩაწერე ამ ჰომოფობთან სიმღერაო. ხშირად მებრძვის ადამიანების გარკვეული კატეგორია ჩემი მოსაზრებების გამო, თუნდაც კომენტარებით და ამასაც არ მივაქციე ყურადღება. ორ კვირაში დამირეკა ქეთის მენეჯერმა და მითხრა: უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის წერილები, სადაც გვწერენ: ამ ჰომოფობთან რატომ თანამშრომლობთო და უხერხულად ვართ და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთო. ვუპასუხე, ყველას ჩვენი პოზიცია გვაქვს, უბრალოდ, სიმღერა სიყვარულზეა და რა კავშირშია ჰომოფობიასთან. როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე მოიქეცით-მეთქი. შემდეგ მე და ქეთიმაც ვისაუბრეთ მეილით და ჩემი მხრიდან არგუმენტირებულად ავუხსენი ჩემი შეხედულებები. მან კი მიპასუხა: განსხვავებულ მხარეებზე ვდგავართ და სჯობს, სიმღერა წაიშალოსო.

ამის სამართლებრივი უფლება მათ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი და არა მარტო, იყო ჩადებული ამ ნამუშევარში. ერთი სიტყვით, ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. ნამდვილად არ დამიწყია ამის გამო წუწუნი. მართალია კლიპი წაიშალა, მაგრამ დავდე ჩემი სოლო ვერსია, რადგან მქონდა ამის უფლება – ყველა საავტორო უფლება მე მაქვს. ასე რომ, ჰომოფობიის ბრალდებით, ჩემი და ქეთის კლიპი სოციალური ქსელიდან წაიშალა, თუმცა ინტერნეტ სივრცეში ჩემი სოლო ვერსია დარჩა. ამ გზაზე აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით, რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების, რომლებიც არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი პრიმიტიულ დონემდე დაიყვანონ და ეს ყველაფერი მათი სტანდარტებით წარმოაჩინონ, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა – თანამედროვე და ნათელ მხარეს მდგომი. ვიცი, ჩემი და ქეთი მელუას დუეტის დაბლოკვის ამბავი ბევრ „კეთილმოსურნეს“ გაუხარდება, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არც ერთი სიმღერის ფასად არ ვაპირებ.

– რადიოსადგურებმაც ხომ ჩახსნეს შენი სიმღერები?

– დიახ, სამი რადიოდან ჩახსნეს ჩემი სიმღერები, როცა ლევან ბერძენიშვილი გავაკრიტიკე იმის გამო, რომ პირდაპირ ერეკლე მეფეს ლანძღავდა. სულ რომ დამიბლოკონ სოციალური სივრცე, მაინც ვერ შემიქმნიან ბარიერს. ემოციური ადამიანი ვარ და როცა ნეგატიური შეტევა მოდის, გულწრფელად გეტყვით, ის მომენტიც მქონია, მითქვამს: ხომ არ ჯობდა, ამ თემაზე ხმა არ ამომეღო-მეთქი, მაგრამ ეს წამიერი და წუთიერი შოკის მდგომარეობაა. თუმცა, სიმართლე უფრო მალე ირკვევა და უფრო მყარია.

– ოდესმე თუ გიფიქრია, მუსიკის წერისთვის თავი დაგენებებინა?

– ორ რამეზე არ მიფიქრია არასდროს ჩემს ცხოვრებაში – სუიციდზე და მუსიკისთვის თავის დანებებაზე. იმდენი ადამიანის სიყვარული მხვდება წინ, გამორიცხულია ეს არ იყოს მოტივაცია და საწვავი, ამიტომ გიჟივით ვმუშაობ და გაჩერებას არ ვაპირებ. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მშრალი თვალის სინდრომი  XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

აპრილი 15, 2024
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

აპრილი 15, 2024
როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

აპრილი 15, 2024
ფრანგი ფერმწერი  კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

ფრანგი ფერმწერი კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

აპრილი 15, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

აპრილი 15, 2024
ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

აპრილი 15, 2024
რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

14 აპრილი 2024
რატომ გადაწყვიტა სტუდენტობა ლელა შუკვანმა 53 წლის ასაკში და როგორ გაიცნო ის მთელმა ფოთმა ტაქსის მძღოლობით

რატომ გადაწყვიტა სტუდენტობა ლელა შუკვანმა 53 წლის ასაკში და როგორ გაიცნო ის მთელმა ფოთმა ტაქსის მძღოლობით

14 აპრილი 2024
დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში

დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში

13 აპრილი 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

აპრილი 15, 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 16, 2024
ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

აპრილი 15, 2024
მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

აპრილი 15, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

აპრილი 15, 2024
იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

აპრილი 16, 2024
სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

აპრილი 15, 2024
სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

აპრილი 15, 2024
დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

15 აპრილი 2024
ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

15 აპრილი 2024
დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

15 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი