შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ დაეხმარა დათო ევგენიძეს გარდაცვლილი და სოლო კონცერტის დროს და რა სასწაულები...

როგორ დაეხმარა დათო ევგენიძეს გარდაცვლილი და სოლო კონცერტის დროს და რა სასწაულები ხდება მუსიკოსის ცხოვრებაში

მუსიკოსის, უნიჭიერესი კომპოზიტორის, დათო ევგენიძის ცხოვრება ლამაზ წიგნს ჰგავს. ის მთელი ცხოვრებაა სიყვარულს ემსახურება, უანგაროდ სჩადის სიკეთეს და ყოველთვის მის გვერდითაა, ვისაც სჭირდება. დათო ევგენიძის ცხოვრებას მუდამ თან სდევს მისტიკური მოვლენები, ხშირად გადის ბეწვის ხიდზე და არც სახიფათო სიტუაციებს გაურბის.

დათო ევგენიძე: ჩემს ცხოვრებაში უამრავი მისტიკური მოვლენა მოხდა. არასოდეს დამავიწყდება, მაცხოვრის ტაძარში, ჩემს ხელში იერუსალიმის თეთრი სანთლები თავისით რომ აინთო და ამის მომსწრე უამრავი იქ მყოფი ადამიანი გახდა. შეწყდა გალობა, მამაომ წამით შეწყვიტა ღაღადი და ყველა მე მიყურებდა. ყველა გაკვირვებული იყო და მე – აბსოლუტურ შოკში. ნამდვილად არ მოყვებოდი ამ ამბავს, რადგან არ დამიჯერებდნენ, მაგრამ ფაქტია, მას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ყოველთვის მჯეროდა ღმერთის, მაგრამ როცა ჩამქრალი სანთლები ჩემს ხელში თავისით აინთო, საერთოდ სხვა სივრცეში გადავედი და ამ ფაქტის შემდეგ საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

– ამ ფაქტამდე თუ იყო სამყაროსგან რაიმე ნიშნები ან გაფრთხილებები?

– რასაკვირველია, ყოველთვის. ამ ფაქტამდე ეს ნიშნები არსებობდა, ვხედავდი კიდეც, მაგრამ ქვეცნობიერში რჩებოდა და ვერ ვაცნობიერებდი. მერე თანდათან მივხვდი, ნიშანი სამყაროსგან გაძლევს იმის უფლებას, აიცილო საფრთხე ან ააცილო სხვას განსაცდელი. „ევროვიზიაზე“ ვაპირებდი წასვლას და არანაირი მიზეზი არ მქონია არწასვლის ან ხელის შეშლის. თან, პარიზში ტარდებოდა, სადაც ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი. მე და ნინოს – ჩემს მეუღლეს, აღებული გვქონდა ბილეთები და უნდა გავფრენილიყავით. ორი დღით ადრე კი წასვლა გადავიფიქრე, ისე, რომ მიზეზი არ მქონია და ბილეთები ჩავაბარე, ნინოც, რატომღაც, დამყვა ამ სურვილში. წარმოიდგინეთ, ზუსტად იმ დროს, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, დამეწყო ვარიკოზული სისხლდენა და რეანიმაციაში მოვხვდი. თქვენ წარმოიდგინეთ, თვითმფრინავში რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი, სისხლისგან დავიცლებოდი. თან ეს მოხდა ზუსტად იმ დროს, იმ საათსა და წუთზე, როცა მე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი.

– ხშირად აღნიშნავთ, რომ თქვენი პატარა გარდაცვლილი და, ლია, თქვენი მფარველი ანგელოზია. მასთან დაკავშირებული მისტიკური ამბებიც ხომ არ გაქვთ მოსაყოლი?

– სოლო კონცერტი მქონდა ოპერაში, გაუხმოვანებელ კონცერტს ვუკრავდი, აკუსტიკურს, მიკროფონების გარეშე. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ორკესტრის ორმოში რაღაც გაფუჭდა და ვერ ამოწიეს. ამის გამო, ავანსცენაზე კი არ ვუკრავდი, არამედ, ჩემსა და მაყურებელს შორის იყო უფსკრული. პირველი ორი კომპოზიცია არ ვიცოდი, რა მექნა და ფორტეზე ვუკრავდი. თან, მე ადგილზე ვიცი იმპროვიზირება და კონცერტი წინასწარ არ მაქვს მომზადებული. მოკლედ, ვუკრავ, ვცდილობ, მაყურებელსა და ჩემ შორის ორმო ამოვავსო და ბგერები დარბაზში გავუშვა. უცებ, ვიგრძენი – ჩემმა დამ დამადო მხარზე ხელი და დავიწყე ხუთ პიანოზე დაკვრა. წარმოიდგინეთ, ჩემსა და დარბაზს შორის ორმო საერთოდ გაქრა. მოკლედ, ეს კონცერტი წარმატებულად დაიკრა. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, მივედი სახლში და ბებიაჩემი მეუბნება: დამესიზმრა, ლია მოვიდა შენთან სცენაზე, თან ანგელოზები ახლდა, მგონი, მესამე კომპოზიციას რომ უკრავდი, მხარზე ხელი დაგადო, გითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო და წავიდაო. ასევე, მოსკოვში, კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, ხილვა მქონდა და არა სიზმარი ან შეგრძნება, როგორც ჩემი გარდაცვლილი დის ის ხელის დადება, რომელიც არ დამინახავს. მოკლედ, არ მეძინა, ფანჯარაში დავინახე საჰაერო ბუშტი, რომელშიც ჩემი და იჯდა და იქიდან მიყურებდა. მეორე დილას ავდექი და მესმის, როგორ უყვება ჩუმად დედაჩემი ბებიაჩემს: ღამით, ლია ლოგინში მეწვაო. ანუ, ეს მოხდა იმავე დღეს, როცა მე ეს ხილვა მქონდა.

– არაერთი ადამიანისთვის გაგიწვდიათ დახმარების ხელი. უცხო ადამიანს კი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა და ამის თანხა არ ჰქონდა, ექვსი წლის სიცოცხლე აჩუქეთ და თუ არ ვცდები, მის გამო აღებულ ბანკის სესხს დღემდე იხდით, რომელზეც საუბარს ერიდებით. გავიდა წლები და იგივე ოპერაცია თავად დაგჭირდათ. ღმერთმა გადაგარჩინათ და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანის მადლიერი დარჩებით, რომელმაც საკუთარი ღვიძლი გადაგინერგათ და ეს დონორი, ყველასთვის საყვარელი მახარა, იგივე გიორგი მახარაშვილია.

– ეს ძალიან მტკივნეული ამბავია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ის ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა. დასაფლავებაზე ვიყავი მისული, ძმამ გამომიტანა მისი ტელეფონი და მანახვა – იმ კაცს ტელეფონის ეკრანზე ჩემი ფოტო ჰქონდა დაყენებული. მისი გაცნობაც სასწაული იყო: დედაჩემის დასაფლავების დღეს ტაქსი გავაჩერე, მძღოლს სახეზე რომ შევხედე, ლაქები შევნიშნე და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. მიპასუხა: ციროზის ბოლო სტადია მაქვს, ორი თვეღა დამრჩა სიცოცხლე. ღვიძლის გადანერგვაა ბოლო შანსი, მაგრამ ისე ძვირი ჯდება, მაგდენ თანხას ვერ ვიშოვიო. იმ წუთას ვიფიქრე, დედაჩემის გარდაცვალების დღეს ხდება ეს ყველაფერი, ალბათ, მან გამომიგზავნა ეს კაცი, რომ დავეხმარო-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ტელეფონის ნომერი გამოვართვი ამ უცხო კაცს, ბანკიდან სესხი ავიღე, დონორიც გამოჩნდა და ოპერაცია ჩატარდა. მართალია, ექვსი წლის მერე გარდაიცვალა, მაგრამ ის წლები მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. მოკლედ, წლების წინ, ამ ადამიანს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, დავუფინანსე, შემდეგ მე დამჭირდა და გიორგი მახარაშვილმა, ახლა უკვე ჩემმა ნამდვილმა ღვიძლმა ძმამ, მახარამ, სასწაული ჩაიდინა და გადამარჩინა. ოპერაცია თურქეთში ჩატარდა, 17 საათი მიმდინარეობდა. ექიმი ყვებოდა, რომ გაგჭერით, ბევრად რთული სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ფაქტია, ღმერთი იყო შენთან და გადარჩიო. ამის მერე, საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პერიოდი დადგა და მადლობა ღმერთს, მეც და მახარაც კარგად ვართ. წარმოიდგინეთ, ახალი სიცოცხლე მაჩუქა ამ ადამიანმა, მისი სხეულის ნაწილი მომცა, რომელსაც ვატარებ. სულ ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემი ბრალია, აქამდე თავად მივიყვანე ჩემი ჯანმრთელობა. ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა ეს ყველაფერი. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი