სამშაბათი, აპრილი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიროგორ ცხოვრობს ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული აგნესა რუსეთში - „სიმღერისთვის არ მცალია, მამას...

როგორ ცხოვრობს ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული აგნესა რუსეთში – „სიმღერისთვის არ მცალია, მამას რესტორანს ვუვლი…“

 

2 000-იან წლებში საქართველოში შოუბიზნესი საუკეთესო მდგომარეობაში იყო. კონცერტები ყოველ კვირას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართებოდა. მაშინდელი პოპულარული სახეებიდან ბევრი შოუბიზნესიდან გაქრა, მათგან ნაწილმა ოჯახი შექმნა და სიმღერას დაემშვიდობა, ზოგმა პროფესია შეიცვალა და ზოგიც უცხოეთში წავიდა. 2 000-იანი წლების მომღერლებიდან პოპულარობა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა.

მათ შორის არის აგნესა – გოგონა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სიმღერითა და იმ დროისთვის თამამი კლიპით გაიცნო. აგნესა წლებია უკვე რუსეთში, ქალაქ სამარაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ერთ დროს პოპულარული მომღერალი ახლა მამის რესტორნის დირექტორია.

– აგნესა, ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვეთ. სად ხართ, რას საქმიანობთ ახლა?

– ვცხოვრობ რუსეთში, ქალაქ სამარაში, მამას ჰქონდა აქ რესტორანი და მას ვუვლი, ასევე მყავს მეუღლე და ერთი შვილი, სიმღერისთვის აღარ მცალია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ზუსტად დღეს ვეუბნებოდი ჩემს მეგობარ კომპოზიტორს, რომ ზაფხულისთვის სიმღერა დამიწერე-მეთქი. ალბათ ეს სიმღერა უფრო ქართულ ბაზარზე იქნება გათვლილი, მანდ ვიყავი პოპულარული, რუსულ შოუბიზნესში დაწყება ახლა, ამ ასაკიდან არ ვიცი…

– არ გიკვირს ამდენი წლების შემდეგ ხალხს რომ ახსოვხარ და ჟურნალისტები გიკავშირდებიან?

– სიმართლე გითხრათ მართლა მიკვირს, დედა საქართველოში ცხოვრობს და მეუბნება ხოლმე, რა ბედი გაქვს, დღემდე გკითხულობენ და ხალხს ახსოვხარო.

– შვილზე და მეუღლეზე მოგვიყევით…

– გაბრიელი რვა წლის არის, ძალიან უყვარს სპორტი. სულ ვფიქრობდი, რომ ორი ან სამი შვილი მეყოლებოდა. ბავშვები ძალიან მიყვარს, იქამდე მეგობრების შვილებს ვასეირნებდი ხოლმე. გაბრიელი რომ დაიბადა შემდეგ აღარ მომინდა. იმდენად აქტიური ბავშვია, ბევრი ყურადღება სჭირდება, ძალა აღარ მაქვს. მეუღლე ბიზნესმენია, ახლა ძირითადად ტაშკენტშია. სულ მეუბნება ჩაწერე რამე სიმღერა. არაქართულენოვანია, მაგრამ ქართულ სიმღერებს უსმენს, მაგალითად ნინო ჩხეიძეს. ჩემს შვილს ბავშვობიდან ვასწავლიდი ქართულს, ვუმღეროდი ქართულ სიმღერებს, რაღაცები ესმის. სამი წელია თბილისში არ ვყოფილვარ, კოვიდის მერე ვეღარ ჩამოვედი. თბილისში დედა, ჩემი ძმა ცხოვრობს ოჯახით. გაბრიელს ძალიან მოსწონს მოგზაურობა და ვცდილობთ სულ სადღაც წავიდეთ. მაგრამ ზაფხულში ახლა ერთი თვით გამოვუშვებ საქართველოში.

– როგორია რესტორნის ხელმძღვანელი აგნესა, როგორ ანაწილებთ დროს?

– როდესაც დაკავებული ვარ რესტორანში დიდი ბანკეტი ან ღონისძიებაა, ძიძა მეხმარება, ასევე მამის მხრიდან ნათესავებიც მეხმარებიან. თუმცა მაინც მინდა, რომ ჩემი შვილი მე გავზარდო, არ მინდა ეს წლები დავკარგო, მსიამოვნებს მასთან ყოფნა, კოცნა, მოფერება, როდესაც გაიზრდება თავისი ცხოვრებით იცხოვრებს.

– ქართველები თუ ცხოვრობენ სამარაში?

– დიახ, ქართველები ცხოვრობენ, ჩვენი რესტორანი ქართულია, ქართული სამზარეულო გვაქვს და ხშირად მოდიან ჩვენთან.

– არ ვიცოდი თუ ქართული რესტორანი გქონდათ, სახელიც ქართული ჰქვია?

– არა და მაგას გამორჩეული ისტორია აქვს. სანამ რესტორანს ააშენებდა მამა, ჩვენთან სახლში, სამარაში ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. აქ ისეთი წესია, რომ სტუმარი რომ მოდის, ყოველთვის ფეხზე იხდის. წარმოიდგინეთ ამდენი სტუმარი და დღე და რამე ფეხსაცმელები ელაგა ჩვენს სახლში. დედა ეუბნებოდა, გეხვეწები, სადმე სხვაგან წაიყვანე, აღარ შეგვიძლია ამდენი ფეხსაცმელი სახლშიო. ადგა მამამ და ვოლგის პირას თავის საყვარელ ადგილას პატარა კაფესავით გააკეთა, სადაც მხოლოდ მეგობრებთან ერთად იკრიბებოდა. მერე ნელ-ნელა, ავაშენეთ, ავაშენეთ და დღეს დიდი რესტორანია. როდესაც სახელის დარქმევაზე ფიქრობდნენ, მეგობრებმა შესთავაზეს, მოდი, ჩვენ ხომ შენი შვილებივით ვართ და დაარქვი Дети Лейтенанта Шмидта, რადგან რესტორანი შმიდტის ქუჩაზე მდებარეობს. შემდეგ ვფიქრობდი სახელი გადამერქვა, თავიდან სუფრა მინდოდა, რამე ქართული სიტყვა და შემდეგ გადავიფიქრე.

– ქართველი მზარეულები გყავთ?

– დიახ, ორი ქართველი მზარეული გვყავს, რომლებიც წლები აქ ცხოვრობენ, ასევე სომეხი საქართველოდან და ერთით თათარი, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენთან მუშაობს. მუსიკოსი თბილისელი სომეხი ბიჭია, რომელიც ქართულად მღერის. რეპერტუარიც ქართული გვაქვს. ასევე გვაქვს დღეები, როდესაც მოცეკვავეებს ვეპატიჟებით, სულ ვცდილობ, რომ ბევრი ქართველი ელემენტი შევიტანო.

– ქართველი მომღერლები თუ მიგიწვევიათ?

– სამი წლის წინ მინდოდა ჩამომეყვანა აჩი ფურცელაძე, აჩიკო ცანკაშვილი, სანდრო სეფაშვილი, საბუთებიც გამომიგზავნეს, მაგრამ პანდემია დაიწყო. წელს ვფიქრობ იქნებ გამომივიდეს, მაგრამ ახლა ომი გვიშლის ხელს. კოვიდის დროს ჩვენც გაგვიჭირდა როგორც ყველას, დაიხურა ყველაფერი. ჩუმად ვუშვებდით ხოლმე სტუმრებს, დარეკვით, ოღონდ ძალიან ცოტა ადამიანს, ძირითადად გატანებზე ვმუშაობდით, რომ მომსახურე პერსონალს ხელფასი ჰქონოდათ.

– ქართულ ამბებს თუ ადევნებთ თვალს?

– ხშირად ტელევიზორის დრო არ მაქვს, უფრო ინსტაგრამზე თუ ვნახავ ინფორმაციას ან ნაცნობმა მითხრა რამე. ახალი სიმღერები ნაკლებად ვიცი, ისეთი ტემპში ვცხოვრობ, დღე ისე გადის, რომ ვერ ვიგებ.

– აგნესა დიდ ოჯახად ცხოვრობთ?

– არა, მე საერთო ბინაში ვცხოვრობ, მამა საკუთარ სახლში, რადგან ცხოველები და ბუნება უყვარს. მე პირიქით, არ მიყვარს დიდი სახლი და ჩემი ახლანდელი ბინა ახლოსაა სკოლასთან, არ არის ჩემთვის კომფორტული საცობების გამო ქალაქგარეთ ცხოვრება. რესტორანიც ახლოს არის, განსაკუთრებულ შემთხვევებში მალე რომ მივიდე ადგილზე. ძირითადად მე და ჩემი შვილი ვართ, მეუღლის გამო დავდივართ წინ და უკან, ხან ის ჩამოდის, ხან ჩვენ ჩავდივართ.

გარდა დატვირთული სამსახურისა და დღის რეჟიმის, გატაცებული ვარ იოგით, ვვარჯიშობ სპორტდარბაზში და ძალიან მიყვარს ცურვა. ასევე ძალიან მომწონს ცეკვა ბაჩატა, რომელიც 60-იან წლებში ლათინურ ამერიკაში წარმოიშვა და სოციალური ცეკვის სტატუსი აქვს. როდესაც ვმოგზაურობ, სხვადასხვა ქალაქებში ყოველთვის ვპოულობ ადგილს, სადაც ბაჩატას საღამოები ეწყობა. აუცილებლად ვესწრები და ძალიან მიხარია, რომ ცეკვა ვიცი და მეც ვცეკვავ.

– აგნესა, არ გიჭირთ, მეუღლისგან შორს ყოფნა, რამდენად ტრადიციული ადამიანია?

– დიახ, შორს არის, მაგრამ კიდევ განვმეორდები, რომ ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს, ბევრს ვმოგზაურობ, მასაც ბევრი სამსახური აქვს. თან 16 წლისები აღარ ვართ, რომ რაღაცებზე ვინერვიულოთ. ორივე ძალიან საინტერესოდ ვცხოვრობთ. რაც შეეხება ტრადიციულობას, არ არის ასეთი ადამიანი, რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გვაქვს.

– ამ გადმოსახედიდან ყველაზე კარგად რა გახსენდებათ საქართველოში ცხოვრებიდან? რა იყო თქვენი კარიერა, უბრალოდ გართობა თუ შეგეძლოთ უფრო წარმატებული ყოფილიყავით?

– არ ვიცი, შეიძლება ჩემზეც იყო დამოკიდებული კარიერა რომ არ გავაგრძელე, რაღაც მომენტში არ მომინდა. თან მაშინ რთული პერიოდი იყო, მახსოვს გასტროლებზე რომ დავდიოდით ძალიან მძიმე პირობები იყო. ტკბილად მახსენდება სპორტის სასახლე, კონცერტები. შემდეგ სომხეთში წავედი და იქ მუსიკალურ პროექტში გავიმარჯვე, ამერიკაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვიზა არ მომცეს, ამის შემდეგ აღარც გამიგრძელებია სიმღერა. ძალიან ტკბილი მოგონებები შემომრჩა.

– დასასრულს რას ეტყოდით თქვენს მსმენელებს ვისაც დღემდე ახსოვხართ.

– დიახ, ვიდეოებს მიგზავნიან ხოლმე რომ დღემდე უსმენენ. იმდენად მსიამოვნებს ეს ფაქტი, რომ რაღაც სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ რამე გავაკეთო. ვისაც ვახსოვარ გავახარო ჩემი გამოჩენით. თუ გამომივა რაც მე ჩავიფიქრე, ზაფხულში ახალი ჰიტი მექნება. წყარო 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მშრალი თვალის სინდრომი  XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

აპრილი 15, 2024
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება

აპრილი 15, 2024
როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

როგორ მუშაობს იმუნოთერაპია – უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტ

აპრილი 15, 2024
რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

რატომ არის გამწვანება ასეთი პრიორიტეტული არქიტექტურის ინდუსტრიაში

აპრილი 16, 2024
ფრანგი ფერმწერი  კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

ფრანგი ფერმწერი კლოდ მონეს სახლი ჟივერნიში

აპრილი 15, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს

აპრილი 15, 2024
ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს – გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში

აპრილი 15, 2024
“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

“ჰობიტონი”, საბავშვო ბაღი ლისის ტბასთან – თქვენი შვილების თავგადასავლებით სავსე სამყარო ეკომეგობრულ გარემოში

16 აპრილი 2024
“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

“ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია…

16 აპრილი 2024
რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

14 აპრილი 2024
საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

აპრილი 15, 2024
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – გერმანიაში ქართული თემატიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა

აპრილი 15, 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 16, 2024
ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ნებისმიერი სიცრუე განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება… – ნახეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 15, 2024
გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

გამორჩეული ქართული ღვინო – საფერავი

აპრილი 15, 2024
მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო ბულგარულით

აპრილი 15, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყვავილოვანი კომბოსტო

აპრილი 15, 2024
იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

იაპონური წარმოშობის ხემცენარე, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა – გინკგო ბილობას შთამბეჭდავი საიდუმლო ჰოლანდიელმა ექიმმა ამოხსნა

აპრილი 16, 2024
სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

სენსაციური ამბავი – ტიტანიკის ისტორიის პირველ ეკრანიზაციაში ტრაგედიას გადარჩენილი მსახიობი მონაწილეობდა

აპრილი 15, 2024
სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

სხეულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება

აპრილი 15, 2024
დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

დასაქმება საფრანგეთში – შენი გზამკვლევი

15 აპრილი 2024
ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა

15 აპრილი 2024
დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

დედაენის დღეს მიეძღვნა საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

15 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი