შაბათი, აპრილი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ხანდახან ისეთ ელემენტარულზე „იყიდება“ ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ არ ელოდები“ - რა...

„ხანდახან ისეთ ელემენტარულზე „იყიდება“ ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ არ ელოდები“ – რა გადააფასა ეკა ჩხეიძემ?

ტელეკომპანია „პირველზე“ ახალი პროექტი დაიწყო, რომელსაც „პირველი სტუდია“ ჰქვია და მისი წამყვანი მსახიობი ეკა ჩხეიძეა. როგორც თავად ამბობს, ეს გადაცემა ადგილია უთქმელი ამბების მოსაყოლად, სადაც ტელეეკრანიდან სტუმრები გულღიად მოჰყვებიან და გაგვიზიარებენ თავის ისტორიებს.

ეკა ჩხეიძე: ახალი გადაცემის წამყვანობა შარშან, ჯერ კიდევ მაშინ შემომთავაზეს, როდესაც მამაჩემი ცუდად იყო. ვუთხარი, რომ ცუდი პერიოდი მაქვს, ვნერვიულობ და ვერ შევძლებ-მეთქი. დამიცადეს და ერთი წლის მერე ისევ შემომთავაზეს, გამესაუბრნენ პროდიუსერები და წელს დავთანხმდი. უკვე რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ, პრომო გადავიღეთ და იმედი მაქვს, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. ვცდილობთ, ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რაზეც ნაკლებად უსაუბრიათ და მოუყოლიათ რესპონდენტებს. პოლიტიკოსიც რომ იყოს, ვცდილობთ, ეს ადამიანი სხვა კუთხით დავანახვოთ ხალხს და არ იყოს პოლიტიკაზე საუბარი.

– ეს შენთვის მეორე სატელევიზიო გამოწვევაა წამყვანის ამპლუაში. პირველი გამოცდილება როგორი იყო, რა ემოცია და განცდა გქონდა, როცა ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „ყვითელი ყუთი“ დაიხურა?

– ჩემთვის „ყვითელი ყუთი“ იყო პირველი გადაცემა, სადაც მაყურებელმა წამყვანის როლში მიხილა. ის გადაცემა დღემდე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა, ეს ჩემი პირველი გამოწვევა იყო, მანამდე მხოლოდ რესპონდენტი ვიყავი. პირველი ნაბიჯები იყო და წამყვანობის დიდი გამოცდილება მომცა. დღემდე მაქვს ჩემს გუნდთან ურთიერთობა და ახალი გადაცემის წამყვანობაც მომილოცეს.

– იყავი თავისუფალი, თამამი წამყვანი. იმ გადაცემით სატელევიზიო სივრცეში შენებური ქცევა და ემოცია შემოიტანე. ამის გამო, საზოგადოების მხრიდან შენ მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაც კი გაჩნდა. ახლა, ახალ გადაცემაში როგორ ეკას უნდა ველოდოთ?

– ახალ გადაცემაში ფეხებშემოწყობილი აღარ ვზივარ, რადგან ეს გამეორება იქნება და თან, ასეთი ქცევა იმ ტახტს და სიტუაციას უხდებოდა. ახლაც თავისუფალი ვიქნები, მაგრამ ცოტა აკადემიური, ჩაცმითაც. ვცდილობ, მოვერგო რესპონდენტს და იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება, შესაძლოა, ჯინსიც მეცვას, მაისურიც და ლამაზი კაბაც. სამოსს სტუმრისგან გამომდინარე შევარჩევ. ტიპაჟურად რომ კომფორტულად იგრძნოს თავი არა პიჯაკში გამოწყობილ წამყვანთან, არამედ თავისნაირ „ტიპთან“. ეს გულღიაობა და გულწრფელობა უფრო „ხსნის“ რესპონდენტს, მოდის ნდობა და ღიად იწყებენ საუბარს. „პირველი სტუდია“ აპოლიტიკური გადაცემაა, საინტერესო სტუმრებითა და ამბებით და ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს, 22:00 საათზე გავა.

– მინდა, წარმატებები, რეიტინგი და საინტერესო რესპონდენტები გისურვო. ეკა, ბევრი ქალი, როცა წლები ემატება, ასაკს მალავს, რასაც შენზე ვერ ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურები. როგორ ფიქრობ, რა მოაქვს მომატებულ წლებს შენთვის?

– წლებთან ერთად, გამოცდილებაც მოდის, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა: რაღაცები ხდება მთავარი, რაღაცები – ნაკლებმნიშვნელოვანი. ახალგაზრდობაში სისულელეებზე რომ ნერვიულობ, ასაკში რომ შედიხარ, ხვდები არ ღირდა ნერვიულობად. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ ხდება და ამას ჭკუის სწავლებით ვერ განსაზღვრავ, ამას გამოცდილება სჭირდება. დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილების ბედნიერი თვალების ყურებაა. რაც შეეხება ასაკს, არასოდეს ვმალავ – 56 წლის ვარ. ბებიაჩემი მედიკო ყოველთვის იმატებდა 2-3 წელიწადს და რომ ვკითხე: 83-ის რომ ხარ, გეცოტავება? 86-ს რატომ ამბობ-მეთქი, მიპასუხა: იმიტომ რომ ყველა შოკში ვარდებაო (იცინის). მოსწონდა ყველა რომ შოკში ვარდებოდა: ვაიმე, არ არსებობს მაგხელა ხარო? (იცინის) თბილისი პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და რას დამალავ? ყველამ ვიცით, ვინც მალავს და ცოტა სასაცილოა. როცა არ მალავ ასაკს, ესე იგი, არაფერი გაქვს დასამალი. ხოლო, როცა მალავ, ესე იგი, რაღაც არ მოგწონს, რაღაცით უკმაყოფილო ხარ, რაღაცის კომპლექსი გაქვს ან ვიღაც ასაკით პატარას ეპრანჭები (იცინის). მე მინდა, ადამიანს გავეცნო ისეთი, როგორიც ვარ.

– წლების მატება არ გაშინებს?

– არა, წლების მატება არ მაშინებს, მთავარია, ჯანმრთელად ვიყო. სამწუხაროდ, გარეგნობას მიხედავ, ჯანმრთელობას კი შესაძლოა, ვერ მოერიო და ამიტომ, მთავარია, ისეთი არაფერი დამემართოს, რასაც ვერ მოვერევი, თორემ წლების მატება ახალი გამოცდილება და ახალი შეგრძნებებია.

– გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ადამიანების გადაფასებაც ხომ ხდება?

– რა თქმა უნდა, ვცდილობ, არ დავკარგო ადამიანი და დისტანცია შევინარჩუნო, აღარ ვენდო. ხანდახან ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე „იყიდება“ ხოლმე ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ არ ელოდები. როცა ახლობელ ადამიანში ხედავ შურს და ბოღმას, საწყენია. ალბათ, ეს შეუმდგარ ადამიანებს ახასიათებს და რაღაცის კომპლექსებიდან გამომდინარეა. ჩვენს საზოგადოებას ვაკვირდები და სხვისი კარგი არ უხარია, ამიტომ ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ ხდება, გარკვეულ ახლობელ ადამიანებს არც ვუთხრა და დავმალო. ბედნიერი და შემდგარი ადამიანი სხვას არასოდეს უყურებს შურის თვალით, არ აკრიტიკებს და არც ბოღმით ივსება. ვისაც შენი კარგად ყოფნა უხარია, თავადაც კარგადაა. ხოლო, ვინც წარუმატებელია, სხვა წარმატებული ადამიანი არ უყვარს. ალბათ, ამიტომ არ უნდა გააღიზიანო და ის შენი კარგად ყოფნა დამალო. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, დეპრესიული ფონია, უიმედოდ არიან, პრობლემებში. პერსპექტივაში ვერ ხედავენ კარგს და სხვის ბედნიერებაზე ამიტომ არ ხარობენ. ესეც მესმის. ბოლო პერიოდია, ვცდილობ, არაფერი ვთქვა, იმიტომ რომ სხვა არ გავაღიზიანო. გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახის წევრები მყავს. მყავს ისეთი შვილები, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, საუკეთესო დედა, ქმარი… მჯერა, რომ მყავს ძლიერი მფარველი ანგელოზი, რომელმაც ბევრ ცუდ რამეს ამაცილა, დამიცვა. ბევრჯერ ამარიდა იმ ადამიანებს, სიტუაციას და მოვლენას, სადაც საფრთხე მელოდა. განსაცდელი და სანერვიულო ყველას გვაქვს, ისე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, დეპრესიაში არ ჩავვარდეთ, პესიმიზმმა არ მოგვიცვას და ის კარგიც დავინახოთ. ყველას ვურჩევ, სხვისი ბედნიერებით იხაროს, გულწრფელად მიულოცოს სხვას წარმატება და თავადაც ბედნიერი და წარმატებული იქნება. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

“მცდარია მოსაზრება, თითქოს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი” – ინტერვიუ დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა ზარანდიასთან

აპრილი 12, 2024
„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ –  “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ბარიატრიული ოპერაციის დროს კუჭის დიდი ნაწილი იკვეთება“ – “პინეოს” ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აპრილი 12, 2024
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებმა იმკურნალონ საქართველოში”- გიორგი ფხაკაძემ რადიოში კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა

აპრილი 12, 2024
გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

გაგაცნობთ ერგონომიკულ დიზაინს

აპრილი 12, 2024
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

აპრილი 12, 2024
კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

კომპანია Davbuild რემონტთან დაკავშირებულ უსიამოვნო სტერეოტიპებს ამსხვრევს და გარანტიის პრეცედენტს ქმნის – ინტერვიუ დამფუძნებელ ნინო დავლაძესთან

აპრილი 12, 2024
გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

გოგრა – განძი ბავშვის ორგანიზმისათვის – როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას

აპრილი 12, 2024
ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
რაჭა და მეღვინეობა…

რაჭა და მეღვინეობა…

აპრილი 12, 2024
34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

34 წლის წინათ გაუჩინარებული რემბრანდტის ნახატი „გააცოცხლეს“ – „სრული ჩაძირვის“ ეფექტი დეტექტიური ისტორიით (ვიდეო)

12 აპრილი 2024
უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

უცნობი თამარ მეფე – ქართველი მონარქის ნაკლებად ცნობილი ისტორიები (ვიდეო)

12 აპრილი 2024
ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

ახალი ინფორმაცია თურქეთში აღმოჩენილი სარკოფაგის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, თამარ მეფის შვილიშვილს და მის ვაჟს ეკუთვნით

12 აპრილი 2024
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება

აპრილი 12, 2024
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული იარაღის მუზეუმში

აპრილი 12, 2024
ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა…

აპრილი 12, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება… – ეზოტერიკოსი ე.წ. წითელი ჯადოს შესახებ საუბრობს

აპრილი 12, 2024
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 12, 2024
ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლები წელს მნიშვნელოვან თანხას გამოიმუშავებენ

აპრილი 11, 2024
სწორი კვების ნორმირება

სწორი კვების ნორმირება

აპრილი 12, 2024
როგორია რაციონალური კვების პრინციპები

როგორია რაციონალური კვების პრინციპები

აპრილი 12, 2024
სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

სხეულის გასაგრილებელი 13 სახის საკვები პროდუქტი

აპრილი 11, 2024
როგორ ვაქციოთ ბრძოლა წონის დასაკლებად სასიამოვნო პროცესად – დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის ექსკლუზიური რჩევები ჩვენს მკითხველს

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

11 აპრილი 2024
ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

ოცნებები ხდება, როცა გყოფნის სიმამაცე

10 აპრილი 2024
ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში

9 აპრილი 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი